დაზიანებული გემები, ხანძრები – ს ჯარებმა ოდესის ოლქზე მასირებული შეტევა მიიტანეს

რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ოდესის ოლქზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, აფეთქებები იყო რამდენიმე ქალაქში, სადაც დაზიანებულია ენერგეტიკული და საპორტო ინფრასტრუქტურა.
ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ტელეგრამ-არხზე 17 ნოემბერს, დილით გამოქვეყნებული ცნობით, დაზიანებულია რამდენიმე სამოქალაქო გემიც. კონკრეტულად რომელი გემები და რომელ პორტებში, ადმინისტრაცია არ ამბობს.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, რუსული დრონებით შეტევამ, რომელიც ოდესის ოლქში გასული ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხანძრები გამოიწივია საპორტო და ენერგოობიექტებზე. დაშავდა ერთი ადამიანი.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად სატრანსპორტო საწარმო დაზიანდა დნეპროპეტროვსკის ოლქის პავლოგრადის რაიონში. ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ სოციალური ქსელებით დილით გავრცელებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში ს ჯარებმა ს შეუტიეს 2 ბალისტიკური რაკეტით „ისკანდერ-მ“ და 128 უპილოტო საფრენი აპარატით, მათგან 80-მდე ე.წ. შაჰედით.
საჰაერო ძალების თანახმად, ადგილობრივი დროით დილის ცხრა საათისთვის დადასტურებული იყო უკრაინის ჩრდილოეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ რაიონებში 91 რუსული დრონის მოგერიება და 32-ით პირდაპირი დარტყმა 15 ადგილზე. სარდლობა ადასტურებს ორ ადგილზე ორი რუსული რაკეტით პირდაპირ დარტყმასაც.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“