ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა უკვე მოინახულა გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში. მისი ინფორმაციით, დაკავებულს დაზიანებები არ აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც, ზედაპირული შეფასებით, ნორმალურია.
რაც შეეხება სხვა მისი დაკავების, საქართველოში შემოყვანისა და სხვა დეტალებს, ადვოკატის თქმით, ამ საკითხებზე ბაჩიაშვილი თავად ისაუბრებს.
“გიორგის არანაირი დაზიანება არ აღენიშნება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც ნორმალურია ზედაპირულად რაც შემიძლია გითხრათ. დანარჩენ დეტალებთან დაკავშირებით – როგორ მოხდა მისი დაკავება, გადმოყვანა საქართველოში და ა.შ. მან გამოთქვა სურვილი, რომ ისაუბროს თავად ხვალ, სასამართლო პროცესზე”, – განაცხადა ლევან მახარაშვილმა.
