დაზვერვის სამსახური სუს-ს უერთდება

საქართველოს დაზვერვის სამსახური, როგორც ცალკე სტრუქტურა, უქმდება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში გადადის.
აღნიშნულს ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტი, რომლის ავტორები არიან: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, არჩილ გორდულაძე, რატი იონათამიშვილი, იოსებ ჯორბენაძე, გრეტა წიწავა, ზვიად შალამბერიძე და ვიქტორ ჯაფარიძე.
„დღეს მოქმედი საკანონმდებლო მოწესრიგების თანახმად, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციები და ამოცანები ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, მეტიც, ეს ფუნქციები და ამოცანები მთელ რიგ შემთხვევებში ერთი და იმავე კანონისმიერი მიზნის მიღწევას ემსახურება. შესაბამისად, მიზანშეწონილია, აღნიშნული ფუნქციების, ამოცანებისა და მათი შესრულებისთვის პასუხისმგებელი სუბიექტების საერთო ორგანიზაციული და საერთო მართვის სისტემის ფარგლებში მოქცევა, რაც გაზრდის მათ ეფექტიანობას“, — ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ამ დრომდე დაზვერვის სამსახური პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებულ, აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებას წარმოადგენდა. კანონის დამტკიცების შემთხვევაში, ის სუსი შემადგენლობაში 1-ლი ივლისიდან გადავა.
ცოტა ხნის წინ სუს-ის უფროსის მოადგილედ გადავიდა ირაკლი ბერაია, რომელიც დაზვერვის სამსახურს 2024 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – საძინებლებში უძვრებიან ადამიანებს და არ იცოდნენ, რომ საგუშაგოებს აწყობდნენ? – გახარია ადგა, ტრაქტორზე დაჯდა, გზა გაიყვანა და ააგო საგუშაგო, სუს-ს და ბახტაძეს კი ეძინათ? – ქვეყნის პრემიერი იყო, გამოვიდეს და ილაპარაკოს