დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დაინიშნა

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია დაინიშნა.
ამ თანამდებობაზე მან შალვა ლომიძე შეცვალა, რომელიც პრემიერმა ირაკლი მ თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ირაკლი ბერაია არის ბოლო ორი მოწვევის პარლამენტის წევრი. მანამდე ის მუშაობდა შს სამინისტროსა და სუს-ში.
გასულ წლის ოქტომბერში ირაკლი ბერაიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დეპუტატ თეონა აქუბარდიას.
„ქალბატონი აქუბარდია არაერთხელაა ნამყოფი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე. როდესაც ანგარიშებსა და რეზოლუციებში ჩემი არაერთი შენიშვნა და შესწორება ყოფილა ინიციირებული და როდესაც საქართველოს საკითხი გადიოდა, არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა, შოპინგზე იყო გაქცეული, ან მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით, „პახმელიაზე“ ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა… რეალური მიზეზი, რის გამოც ქალბატონი აქუბარდია ბოლო 1 წელია ჩვენს კომიტეტსაც და მეც მომიხსენიებს არცთუ ისე სახარბიელოდ, ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმის დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება, მისნაირებთან და ვიღაც-ვიღაცებთან „სელფების“ გადაღების და გაფეისბუქების საშუალება, აეროპორტის ლაუნჯებში შესვლის, იქ გასკდომის და გამოთრობის და გაშხლართვის საშუალება. ვინც მას იცნობს, ძალიან კარგად მიხვდება, მე რაზე ვსაუბრობ“, — განაცხადა ბერაიამ.
მოგვიანებით მან ამ განცხადებისთვის ბოდიში მოიხადა.