თეა წულუკიანმა ე.წ. საგამოძებო კომისიის სხდომაზე დღეს მამუკა ყურაშვილს სიტყვა გააწყვეტინა, უყვირა, დაჭვიანებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ მას რამდენიმე ენა აქვს, ერთი სალაპარაკო და სხვები არ დაუსახელებია.
წულუკიანი:
–პირველად როდის გადაეცით, ბატონო გენერალო, მოქალაქეები გვეყოლება მგონი გადასარჩენი, აქ კარგად არ არის საქმე, რომელი დღე იყო, როცა ეს გადაეცით?“
ყურაშვილი:
–რას ჰქვია, გადასარჩენი ქალბატონო თეა?! ბოლო წამამდე ვცდილობდით, რომ აგვეცილებინა კონფლიქტი. რას მეკითხებით, ვერ გავიგე! რა გინდათ, ბოლო-ბოლო?! რას მეკითხებით? ევაკუაციას იწყებს ის, ვინც იწყებს რაღაც ოპერაციას, მას გამოყავს…
წულუკიანი:
–მე არ მგონია,რომ თქვენ იმ ტონით უნდა საუბრობდეთ, რა ტონითაც საუბრობთ და მოდით, ყველა მოვიქცეთ იმ სამხრეების შესაბამისად, რითაც მობრძანდით.
ყურაშვილი:
–გისმენთ, რა მოვიქეცი ასეთი?!
წულუკიანი:
–სალაპარაკო ენაზე ვიტყვი, გუშინ, მე ძალიან ბევრი რაღაც, როგორც კომისიის თავმჯდომარემ გავატარე, ტონი გავატარე! ტო-ესბის ძახილი გავატარე. ბევრი რაღაც გავატარე, ამიტომ, მოდით, ახლა „დავჭკვიანდეთ“ ყველა ერთად და კიდევ ერთხელ არ დავინახო, რომ თქვენ ტონს აუწიოთ! თუ მობრძანდით მუნდირით, პატივი ეცით მუნდირს, პირველ რიგში, გასაგებია?! რა მინდა და ახლა დაგისვამთ კითხვას და უპასუხეთ. აქ გისვამენ კითხვებს. აქ არცერთი არ გეგონოთ, რბილად ვიტყვი და აქ წევრებს ბოდიშს ვუხდი წევრებს – თქვენზე ნაკლები მამაკაცი ვინმე, რა! წერტილი!“
