„დავრჩით მხოლოდ როგორც სატრანსპორტო კორიდორი და ჩინური კომუნისტური დიქტატურის ინტერესის სფერო“ – პაატა შეშელიძე

„სანქციები ხომ შემთხვევითი არ არის. ეს არის გარკვეული გადაწყვეტილებების მიმართ დამოკიდებულება. ეს არ არის მარტო კონკრეტულად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გამო. აქ უფრო მეტი მიზეზია. საუბარია იმაზე, რომ სამთავრობო პარტიისა და სახელმწიფო მოხელეების მხრიდან ოფიციალურად კეთება ასეთი ტიპის განცხადებები, რომ ამერიკა-ევროპას მართავს გლობალური ომის პარტია, რომ დასავლელი ლიდერები არიან კორუმპირებულები, რომ ისინი ცდილობენ საქართველოს ომში ჩაბმას, ცდილობენ გადატრიალებების მოწყობას, თითქოს ამერიკის ელჩი 2-ჯერ აწყობდა ქვეყანაში გადატრიალებას“, – ამის შესახებ ამის „კომერსანტთან“ „ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს“ პრეზიდენტმა პაატა შეშელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, -ის მიერ ხელისუფლებისა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესება არა კონკრეტულად ე.წ. რუსულმა კანონმა, არამედ მთლიანად სახელისუფლებო პოლიტიკამ განაპირობა.
„მარტო კანონი კი არა, სანქციების მიზეზი გახდა მთლიანად ეს პროცესი, როცა ყველაფერს დასავლეთს აბრალებენ და რუსეთზე არაფერ ამბობენ, რაც არ უნდა მოხდეს. მეტიც, დასავლეთს აბრალებენ, რომ საქართველოს ოკუპაცია მოხდა მათი ინტერესებიდან გამომდინარე. ამ აზრის მქონე ადამიანები არიან ხელმძღვანელობაში.
დღეს ვუსმენდი, რომ მაჭარაშვილი და ზარქუა გახარებული არიან იმით, რომ საფრანგეთში არჩევნებში უპირატესობა მოიპოვა ლე პენის ჯგუფმა, რომელიც ღიად გამოკვეთილი პუტინის მომხრეა და თავად ამბობენ, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში, არ დაეხმარებიან ს, ხელს შეუშლიან ევროკავშირის გაფართოებას და სხვა.
ამის მეტი თვითლუსტრაცია რა უნდა ითქვას? სწორედ ასეთი ადამიანები ცდილობენ ჩაკლან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა შემოსავლები არც თუ ისე დიდია, ხშირად რამდენიმათასიანია და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, განათლების, სოციალურ და ჯანმრთელობის პრობლემებზე მუშაობენ. ეს ადამიანები მსხვილ უცხოურ ინვესტიციებს დაუშვებენ თავიანთი გავლენის გარეშე?
მსოფლიოში არ დარჩენილა ქვეყანას, რომელსაც ამ კანონთან მიმართებით კრიტიკული აზრი არ გამოეთქვას. შესაბამისად, ვის გაუჩნდება აქ ინვესტირების სურვილი? მით უმეტეს, რომ გაჩნდა სხვა პერსპექტივები. აგერ არგენტინა, ღია და დემოკრატიული გახდა, სომხეთიც კი გვჯობნის ამ საკითხში. ამიტომ რატომ მოიკლავენ აქ თავს ინვესტორები?!“, – აღნიშნა პაატა შეშელიძემ.
როგორც მან განმარტა, საქართველოს მსოფლიოში მხოლოდ სატრანსპორტო დერეფნის და ჩინეთის მხრიდან დაინტერესების პერსპექტივა დარჩა, რადგან კერძო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა აღარაა.
„ჩვენ ერთადერთი დავრჩით როგორც სატრანსპორტო კორიდორი და ჩინური კომუნისტური დიქტატურის ინტერესის სფეროდ. შესაბამისად, უცხოური ინვესტიციების განხორციელებას როგორ შეიძლება დადებითი პერსპექტივა ჰქონდეს. ტექნიკურად ეს შეუძლებელია.
საბოლოო ჯამში, გავხდით ისეთი ქვეყანა, სადაც უმსხვილესი ბიზნესების მფლობელებიც კი, მათ შორის ამერიკული ინვესტიციებით ბიზნესები, ხმას არ იღებენ, რასაც მათ ჩასძახებენ, იმას ამოსძახებენ. იმიტომ, რომ დანიშნულები არიან. არცერთს არ გაუჩნდა სურვილი, რომ გამოსულიყო და განსხვავებული პოზიცია დაეფიქსირებინათ“, – განაცხადა პაატა შეშელიძემ.