დავოსში დღეს უკრაინის მშვიდობის ფორმულაზე ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა მეოთხე შეხვედრა გაიმართა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მონაწილეებს შორის 81 ქვეყანა და ორგანიზაცია იყო, რაც წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაა. გასულ წელს შეხვედრას 66 ქვეყანა და ორგანიზაცია დაესწრო.
დავოსში თავისი წარმომადგენლები წარადგინა ევროპის 39-მა, აზიის 18-მა, აფრიკის 12-მა, სამხრეთ ამერიკის 6-მა, ჩრდილოეთ ამერიკის 3-მა და ოკეანეთის 2 ქვეყანამ.
„კარგი ნიშანია იმ ქვეყნების რაოდენობის მუდმივი ზრდა, რომლებიც უკრაინის მშვიდობის ფორმულაზე დაფუძნებულ ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე მუშაობას უერთდებიან. ქვეყნები გლობალური სამხრეთის რეგიონებიდან სულ უფრო მეტად ერთვებიან ჩვენს მუშაობაში. ეს მიუთითებს შემდეგზე : ეს კონფლიქტი მთელი კაცობრიობის გამოწვევაა“, – აღნიშნა ერმაკმა.