დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გრძელდება – პანელურ დისკუსიებზე ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი

შვეიცარიის პატარა საკურორტო ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გრძელდება. შეხვედრებს 60-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი, ნატოს გენერალური მდივანი, ევროკომისიის პრეზიდენტი, უმსხვილესი ბიზნეს-წარმომადგენლები ესწრებიან. მათ შორის არის საქართველოს სამთავრობო დელეგაციაც პრემიერის ხელმძღვანელობით.
დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები და ს სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე. ყურადღება გამახვილდება საქართველოს ევროპულ მომავალსა და ინვესტიციების მოზიდვაზე. ასევე, იმ პროექტებზე, რომელიც არსებული რეალობიდან გამომდინარე, რეგიონისთვის აქტუალურია.
წლევანდელი ფორუმის მთავარი სლოგანი ნდობის აღდგენაა. სახელმწიფოთა მეთაურები თანხმდებიან, რომ 2024 წელი მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

რაც შეეხება გენდერს და იმ მახინჯ იდეოლოგიას, რომელიც მკვიდრდება მთელი ევროპის მასშტაბით, მოაქვს სერიოზული პრობლემები ევროპისთვის, ეს არის სრული კატასტროფა და ჩვენ ამისგან უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა

პატივს მივაგებთ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა აგვისტოს ომში, მათ შორის, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, რომლებმაც დაიცვეს ჩვენი სამშობლოს ღირსება და ჩვენი ვალია მუდმივად პატივი მივაგოთ თითოეული ჩვენი გმირის ხსოვნას