დავოსის ფორუმის დამფუძნებელი თანამდებობიდან გადადგა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა კლაუს შვაბმა WEF-ის თავმჯდომარისა და დირექტორთა საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.
შვაბმა, რომელიც ახლა 87 წლისაა, დააარსა WEF და ხელმძღვანელობდა მას 55 წლის განმავლობაში.
2025 წლის 20 აპრილს დირექტორთა საბჭოს საგანგებო სხდომაზე, WEF-ის ვიცე-თავმჯდომარე პიტერ ბრაბეკ-ლეტმატი ერთხმად დაინიშნა დროებით თავმჯდომარედ.
დირექტორთა საბჭომ ასევე შექმნა საძიებო კომიტეტი მომავალი თავმჯდომარის შესარჩევად.