დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირანელ კოლეგას შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილმა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
“შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ირანს შორის წლების მანძილზე ჩამოყალიბებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებს, ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებისა და კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიურ პოტენციალი. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და გამოწვევებს. ყურადღება გამახვილდა რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარების აუცილებლობაზე” ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.
დარჩიაშვილი შეხვდა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰანკე ბრუინსსაც. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპის საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებაზე. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ აღნიშნული მიმართულებით და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს შემდგომი პროგრესისთვის.