დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე „დაავადება X“-ზე იმსჯელებენ

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი „დაავადება X“-ის შესახებ დაგეგმილი დებატებია. ესაა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემოღებული ტერმინი და ის გულისხმობს მომავალ ჰიპოთეტიურ, თუმცა პოტენციურად დამანგრეველ პანდემიას, რომელსაც უცნობი პათოგენი გამოიწვევს.
„დაავადება X“ – ესაა მსოფლიოს გაფრთხილება იმაზე, რომ უცნობი პათოგენი შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზულ გლობალურ საფრთხედ გადაიქცეს.
დისკუსიას ჯანმოს ხელმძღვანელი ტედროს აჰანომ გებრეიესუსი უძღვება, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აუცილებელია ახალი ძალისხმევა, რათა მსოფლიომ ჯანდაცვის სფეროში სამომავლო გამოწვევებს უპასუხოს.
სესიის სახელწოდებაა „მზადება დაავადება X“-სთვის და მისი მიზანია სტრატეგიების შექმნა ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება გაუთვალისწინებელი საფრთხეებისთვის.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ „დაავადება X“ შესაძლოა, წარმოიქმნას სხვადასხვა წყაროდან, მაგალითად, კორონავირუსის ახალი შტამის ან გრიპის ახალი ვარიანტისგან. ეს შესაძლოა იყოს სრულიად ახალი პათოგენი, რომელსაც ამ ეტაპზე მსოფლიო საერთოდ არ იცნობს.
აღნიშნული სტრატეგიის შექმნაში მეცნიერებს COVID-19-თან ბრძოლის გამოცდილება დაეხმარება. ბრიტანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ახალი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისთვის 100 დღე იქნება საკმარისი.
ჯანმო „დაავადება X“-ის საფრთხეზე მსოფლიოს 2017 წლიდან აფრთხილებს.
სპეციალისტების ნაწილი აცხადებს, რომ მომდევნო პანდემიამ, შესაძლოა, მინიმუმ 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს.
jandacva.ge

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ქობულია – გახარია სამი თვის წინ დამიკავშირდა და მოლაპარაკებები დავიწყეთ, საარჩევნო სიაში მეორე ან მესამე უნდა ვყოფილიყავი, ჩვენს შორის ნდობა არ შედგა, თემა დახურულია – გუშინ რა სიაც იყო 15-კაციანი, დღეს ვნახე, რომ სულ სხვა იყო