დავოსის ეკონომიკური ფორუმი დღეს სრულდება

დავოსის ეკონომიკური ფორუმი დღეს სრულდება. ფორუმზე, ეკონომიკურ საკითხებთან ერთად, მსოფლიოს წინაშე მდგარ გამოწვევებს განიხილავენ. შვეიცარიის სამთო კურორტი 3 ათას სტუმარს მასპინძლობს, საიდანაც 60 სახელმწიფოს ლიდერია. ლიდერებს შორისაა საქართველოს პრემიერ-მინისტრიც, რომელმაც დავოსში ვიზიტი უკვე დაასრულა.
შუა დერეფნის პროექტის მნიშვნელობა, საქართველოს სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარება, ანაკლიის პორტისა და ახალი აეროპორტის მშენებლობა, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დინამიკა – ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ისაუბრა.
ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე მსჯელობისას, მთავრობის მეთაურმა ისიც აღნიშნა, რომ, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებაზე საუბრის დროს, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს, თუმცა, მისივე თქმით, საქართველომ უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის ათწლეულის უზრუნველყოფა შეძლო.
პანელურ დისკუსიებში მონაწილეობის გარდა, ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პირისპირ შეხვედრები გამართა ს პრეზიდენტთან, კომპანია “ალშაია ჯგუფის” აღმასრულებელ თავმჯდომარესთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტთან და ასევე – არაერთი საერთაშორისო ბიზნესკომპანიის ხელმძღვანელებთან.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ ვამბობთ, რომ დიახ, კორუფციასაც ვებრძვით და დიახ, უნდა შემცირდეს ხარჯები, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი გასცემს – ადამიანმა სამ სამსახურში კი არ უნდა იმუშაოს, რადგან არ ყოფნის ხელფასი, უნდა იმუშაოს ერთ სამსახურში და მაღალი ანაზღაურება ჰქონდეს, შესაბამისად, უნდა გაიზარდოს ხელფასი

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიზნად ისახავს ბიუროკრატიის შემცირებას, მენეჯმენტის გამოსწორებას, ახალგაზრდებისთვის საჯარო სამსახურში დასაქმების შესაძლებლობის გაზრდას და მათ დაინტერესებას