დავოსით იწყება წლის ეკონომიკური დღის წესრიგი მსოფლიოში და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პროგრესი გავაცნოთ საერთაშორისო პარტნიორებს – ლევან დავითაშვილი

კიდევ ერთი შეხვედრა პრემიერმა კომპანია “ტაკას” ხელმძღვანელთან გამართა. განსახილველ საკითხებს შორის იყო ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალი და საქართველოში კომპანიის ინვესტიციების გაფართოების შესაძლებლობა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, განახლებადი ენერგეტიკის განვითარება საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. “ტაკა” არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკული კომპანიაა, რომლის შემოსავალმა 2023 წლის პირველ ნახევარში 3 მილიარდ 670 მილიონ დოლარამდე შეადგინა. დღესვე დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მონაწილეობას მიიღებს ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე, სახელწოდებით “ტყვიის შემცველობისგან თავისუფალი მომავალი”. პანელის მოდერატორი იუსეიდის ადმინისტრატორი სამანტა პაუერი იქნება.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილის განმარტებით, წლის ეკონომიკური დღის წესრიგი დავოსით იწყება და მნიშვნელოვანია, რომ საქართვლეომ საკუთარი ეკონომიკური პროგრესი საერთაშორისო პარტნიორებს გააცნოს.
“დავოსით იწყება წლის ეკონომიკური დღის წესრიგი მსოფლიოში და დავოსში ჩამოდიან მსოფლიოს ბიზნესის წამყვანი ლიდერები, პოლიტიკოსები და ძალიან მნიშველოვანია თუ რა დღის წესრიგი აქვს ზოგადად დავოსს და საქართველოს დავოსში მონაწილეობისას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პროგრესი გავაცნოთ საერთაშორისო პარტნიორებს, ბიზნესის ლიდერებს, შევხვდეთ იმ სექტორების წარმომადგენლებს, სადაც საქართველოს განსაკუთრებული პოტენციალი გააჩნია და ჩვენი შეხვედრები არის მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან, რომლებიც მოღვაწეობენ ენერგეტიკის და სტუმარმასპინძლობის სფეროში, სამრეწველო და ტურისტული მიმართულებით კომპანიებს.
ასევე ვხვდებით საინფორმაციო სექტორის წარმომადგენლებს. ყველა კომპანიის მხრიდან არის ძალიან დიდი დაინტერესება იმის, რომ საქართველოსთან ითანამშრომლოს. ზოგიერთი კომპანიის ფილიალები საქართველოსთან უკვე თანამშრომლობენ, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენი შესაძლებლობები თანამშრომლობის გამოვიკვლიოთ და კიდევ უფრო მეტი იყოს ინვესტიციები საერთაშორისო წამყვანი კომპანიების მხრიდან. ქვეყანა აქ მონაწილეობით აჩვენებს იმას, რომ არის სტაბილური და საიმედო პოლიტიკური გარემო, პროგნოზირებადი ქვეყანა, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები შეიძლება ენდონ,” – აცხადებს ლევან დავითაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ