,, დავორგანიზდეთ და წინააღმდეგობა გავუწიოთ… მაქვს მზაობა აბსოლუტურად შეგნებულად, შევაკვდე საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას” –

ნაცმოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ,,ოცნების” პარლამენტის მიერ პარტიების აკრძალვის კანონპროექტის მესამე ვადით მხარდაჭერას ასე ეხმაურება:
,,ეს გადაწყვეტილება არის პასუხი ამერიკასა და მეგობარი აქტის მიღებაზე. შლეგი, გავეშებული, მკვლელი ივანიშვილი აჩვენებს და პასუხობს ცივილიზებულ სამყაროს, რომ მზად არის პირადი ინტერესების სანაცვლოდ საბოლოოდ გაყიდოს საქართველო, პუტინის რუსეთზე, შეცვალოს ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და აბსოლუტურ იზოლაციაში გამოამწყვდიოს ხალხი.
პარტიობანას და პოლიტიკოსობანას თამაშები, ეთერიდან ეთერში სიარული, აზრს მოკლებული ხდება იმ პირობებში, როცა ოლიგარქი აბსოლუტური აკრძალვით, ციხით და ქვეყნიდან გაძევებით გვემუქრება. დადგა დრო, ქართველმა ხალხმა აიღოს ინიციატივა, დავორგანიზდეთ და წინააღმდეგობა გავუწიოთ, ვიბრძოლოთ სამშობლოსთვის.
ამ, უთანასწორო ბრძოლაში ხელების ჩამოშვება დანაშაულია. მე პირადად, მაქვს მზაობა აბსოლუტურად შეგნებულად, შევაკვდე საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას.“

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას