დავიჯერო, 10, გავლენებისგან თავისუფალი ახალგაზრდა ვერ შეიკრიბება? გაბედონ, მოვიდნენ და საზოგადოებას აუხსნან, რაც არ მოსწონთ

„იმ ახალგაზრდების ნაწილს, რომლებიც აქციაზე დგანან, პრემიერ-მინისტრი სთავაზობს, რომ შეხვდება და კანონის შესახებ ესაუბრება. დღეს სუვერენიტეტს სწორედ იმიტომ ვიცავთ, რომ ხვალ ის ახალგაზრდებს ჰქონდეთ და როგორ შეიძლება, ზურგი შევაქციოთ და მათთან ერთად არ ვიმსჯელოთ კანონზე?“ – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერის ეს შეთავაზება ახალგაზრდებმა უნდა გამოიყენონ.
„მოდი, ჩემო ძვირფასო და დამელაპარაკე. შენ ხომ დალაპარაკება გინდა? პროტესტი მერე გამოთქვი, თუ დამარწმუნებ, რომ რამეს არასწორად ვაკეთებ და მაინც იმავეს გავაგრძელებ. დავიჯერო, 10, გავლენებისგან თავისუფალი ახალგაზრდა ვერ შეიკრიბება? გაბედონ, მოვიდნენ და საზოგადოებას აუხსნან, რაც არ მოსწონთ, მითუმეტეს, რომ ქვეყნის პირველი პირი იწვევს. მადლობა ჩვენს პრემიერს, რომ ასეთი რამ შესთავაზა ახალგაზრდებს.“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მზად ვართ, აღვადგინოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან ახალი ფურცლიდან, ძალიან მკაფიო და კონკრეტული გეგმით, ჩვენს ინტერესებშია აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას

მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ს სენატორების და კონგრესმენების რუბიოსადმი წერილზე: ამწერილის ავტორები გამოირჩევიან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგდეზინფორმაციით, მიზანმიმართული ფაქტების დამახინჯებით და დაბრალებით

ჩინეთთან გვაქვს საერთო ღირებულებები, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვეხმარება ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაში, ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებაში, პოლიტიკური პოზიციების განმტკიცებაში