დავიჯერო, თვითონ ვერ ხვდება, რა თამაშში შევიდა, ეს მართლა ბატი ტასიკო?! – მაია ნიკოლეიშვილი პრეზიდენტზე

მაია ნიკოლეიშვილის შეფასება პრეზიდენტ ს მიერ, ოპოზიციისთვის შეთავაზებულ “ქართულ ქარტიასა” და მის პოლიტიკურ ნაბიჯებთან დაკავშირებით.
“ვუყურე და ვუსმინე სალომე ხანუმის “შედგენილ” ქარტიას! პრემიერი ირაკლი მედარდებოდა, რაიმე არ დაეშავებინათ მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, გავეშებულ საერთაშორისო ” მეგობრებს”.
ის მაიმედებდა, რომ ყველა ასეთი “გათვლა” შედეგისთვის “კეთდება”. ღმერთმა დაიფაროს, და რა უნდა მიეღოთ? მხოლოდ ხელისუფლების დაშინება? ეს ცოტაა, ხელისუფლების რომელიმე ოფიციალურ პირზე თავდასხმა, ანუ პოლიტიკური ტერორი პოლიტიკურად მიცვალებულ ოპოზიციას არაფერს შემატებდა, ვერ აღაგზნებდა, ვერც პოლიტიკურ ქულებს ჩააწერინებდა.
და აგერ… “საკრალური მსხვერპლი”-ს როლში თავისი ნებით, ჩვეული ქარაფშუტობით, სხვის დაწერილზე ხელისმომწერი სალომე ხანუმი არ “გაეძრო”, მისხალ-მისხალ გათვლილი “კარტინკის” თანხლებით:
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საგანგებო ღამეულ შეკრებაზე; მის წინ-ხუთჯვრიანი დროშის ცენტრალური ჯვარი, არა წითელი, არამედ სისხლისფერ-ჟოლოსფერი,
-წინა რიგებში წამოჭიმული ოპოზიციური “პირველკაცობა”, – იქვე-მთავარი რეჟისორის მარჯვენა ხელი -“რუბენ განდაგანი”.
ნუთუ?!
რა, დაენანებათ, მისსავე პატრონებს, თუ იმ ბავშვურად დეტალიზებული, არასერიოზული დაპირებების სჯერა ვინმეს … იქ მომკივანი “მასოვკის” გარდა?
ხომ მართლა გაგიჟდებიან მანიპულირებას დაქვემდებარებული ახალგაზრდები, გონზე რომ არ არიან, რას იქმენ, და რა ბინძურ “თამაშებში” ასრულებენ მეოცე, მეასე და ორასმეხუთე ბუჩქის როლს.
ხომ მიეცემა “საპროტესტო” თემა, მუხტი და ენერგია მიცვალებულ ქართულ ოპოზიციას?! მიეცემა! საქართველოში, სხვადასხვა პოლიტიკურ ეტაპზე გაწირულ, უცნაურ ვითარებაში დაღუპულ, ან მოკლულ ლიდერთა მკვლელების ვინაობები ვიცით? -არა! და ვერც გავიგებთ! ყველა ქვეყანაში ასე ხდება და იმიტომ…
მერაბ კოსტავა,ზურაბ ჭავჭავაძე, ზვიად გამსახურდია, გია ჭანტურია, – დღისით, მზისით, შუა ქალაქში -პროფესორი გურამ შარაძე. ჟურნალისტები: გიორგი ღონღაძე (), გიორგი სანაია… აღარ გავაგრძელებ, მიმხვედრი მიხვდება!
დავიჯერო, თვითონ ვერ ხვდება, რა თამი შევიდა, ეს მართლა ბატი ტასიკო?! რა ვქნა, სამსხვერპლოდ ქართველად წოდებული, გზაარეული მავნებელიც კი მენანება”- წერს მაია ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

საქმე გვაქვს, ოპოზიციის წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციასთან, დღეს ცესკო ადამიანებს პროფესიული ნიშნით ირჩევს, ნეიტრალიტეტი კი თითოეულ მათგანს მოეთხოვება, მათ შორის, კომისიაში ოპოზიციის კვოტით მყოფ ადამიანებს