თეთრი სახლის ისტორიული სამიტის დასრულების შემდეგ დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ გვერდ Truth Social-ზე დღე შეაჯამა. პრეზიდენტმა ვაშინგტონში ჩასულ რვავე დასავლელ ლიდერს, მათ შორის ზელენსკის, ფონ დერ ლეიენსა და რუტეს მადლობა გადაუხადა. პოსტში ტრამპმა პუტინთან საუბრის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამმხრივ შეხვედრამდე ზელენსკი და პუტინი ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან.
“შეხვედრის მიწურულს, პრეზიდენტ პუტინს დავურეკე და უკრაინისა და რუსეთის ლიდერების პირისპირ შეხვედრის ორგანიზება დავიწყე. სამმხრივი შეხვედრა მხოლოდ მას შემდეგ შედგება, რაც ზელენსკი და ტრამპი პირისპირ დასხდებიან. მხოლოდ ამ მოლაპარაკების დასრულების შემდეგ შევუერთდები მე მათ,” – დაწერა ტრამპმა.
ამერიკის პრეზიდენტმა პოსტში უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიღებული შედეგით ყველა კმაყოფილი დარჩა. მისი თქმით, ომში მყოფი ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი გარანტორები დასავლური ქვეყნები იქნებიან, ამერიკის შეერთებული შტატები კი მათთან მუდმივ კოორდინაციაში იქნება.
