“დავიცვათ სახელმწიფო რუსული რეჟიმისგან” – თბილისსა და ბათუმში დღეს მასშტაბური აქციები გაიმართება

თბილისსა და ბათუმში ივანიშვილის რუსული მმართველობის წინააღმდეგ ერთიანი პროტესტი იწყება. “ერთად დავიცვათ სახელმწიფო რუსული რეჟიმისგან” – ამ მოწოდებით მოქალაქეები დღეს ქუჩაში 19:00 საათზე გადიან.
თსუს პირველ კორპუსთან და ს სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიდის ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ივანიშვილის პარტია საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის.
ენა რომ არის თანამედროვე ნაციონალური იდენტობის საკვანძო საკითხი, ზუსტად ეს იდენტობის საკითხი დგას ახლაც კითხვის ნიშნის ქვეშ. როდესაც ისტორიული თარიღები, ძველი ისტორია ყალბდება, იცვლება შინაარსი ამის და არალეგიტიმური ხელისუფლება სწორედ ამას ცდილობს, რომ ისტორია შეგვიცვალოს, სწორედ ეს საკითხი დგას ახლა დღის წესრიგში. სწორედ ამიტომ, გვინდოდა, ეს ისორიული მარშრუტი კიდევ ერთხელ გაგვეცოცხლებინა იმ ადამიანებთან ერთად, რომლებმაც მაშინ დაიცვეს ქართული ენა, – ამბობს სტუდენტი.
უკვე ცნობილია, რომ 14 აპრილს, ქართული ენის დღეს დაგეგმილ აქციას მშობლების ის თაობაც შეუერთდება, რომელიც 47 წლის წინ სახელმწიფო ენის დაცვისთვის მოწყობილ დემონსტრაციებში მონაწილეობდა.
ისტორიულ მარშრუტს დღეს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები გაივლიან. სტუდენტების დაგეგმილ აქციაზე იქნებიან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მეტრეველი: ვფიქრობ, რომელიმე ოპოზიციურ არხზე უნდა გაკეთდეს გადაცემა, რომელსაც ერთადერთი დანიშნულება და მისია ექნება: ამხილოს “ოცნების” ლიდერების და მათი პროპაგანდისტული მედიის ტყუილები

დონალდ ტრამპი – არ ვიცი, პუტინი თურქეთში ჩავა თუ არა – ვიცი, სურს, რომ იქ ვიყო და ეს შესაძლებელია, დატვირთული გრაფიკი გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად იქ არ წავიდოდი