“დავიცავთ წითელ ხაზებს და ამასთან ერთად შევინარჩუნებთ პრაგმატულ პოლიტიკას” – კობახიძე რუსეთთან ურთიერთობაზე

„არაღიარების პოლიტიკა იყო ძალიან წარმატებული მთელი ამ წლების განმავლობაში, 2012 წლიდან მოყოლებული, რა თქმა უნდა, ამაზე ზრუნვაც გაგრძელდება და ჩვენ გვექნება პრაგმატული პოლიტიკა, როცა საქმე ეხება საქართველო-ს ურთიერთობებს. პრაგმატული პოლიტიკა არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები. კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება საქართველოსა და რუსეთს შორის დარჩება, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად. ჩვენ გვაქვს წითელი ხაზები, ეს დაკავშირებულია, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციასთან, გვაქვს ჩვენი მისწრაფებები და ეს წითელი ხაზები ბოლომდე იქნება დაცული, ამასთან ერთად შევინარჩუნებთ პრაგმატულ პოლიტიკას.”

ასევე დაგაინტერესებთ