“დავიტესტეთ და ოჯახში ყველას კორონავირუსი აღმოგვაჩნდა – ვინმე აფრთხილებს რისკის ჯგუფებში მყოფ ადამიანებს?” – რომან გოცირიძე

ქვეყანას კორონავირუსია მოდებული. ვინმე საუბრობს ამაზე, აფრთხილებს რისკის ჯგუფებში მყოფ ადამიანებს?სტატისტიკა ხომ არ არსებობს. აგერ, საომარ მდგომარეობაში მყოფი ც კი აქვეყნებს პერიოდულად ინფორმაციას. არ არის ისეთი მძიმე ფორმის, როგორც თავდაპირველად იყო, მაგრამ გააჩნია ვისთვის. გავცივდი, სურდო შემეყარა, დაიკიდე, სამდღიანი ვირუსია, გაიგონებთ ხოლმე. რამდენ ადამიანს ურთულდება ეს “სამდღიანი ვირუსი”, რამდენი ადამიანი ვერ გადის სამუშაოზე. მოკლედ, როგორც იტყვიან, “სურდო” შემეყარა. არა უშავს, ვიფიქრე, კოვიდივით გადამდები არ არის, პირბადეს გავიკეთებ, თავსაც გავუფრთხილდები და სხვებსაც. თანაც, როცა ოჯახში ხანდაზმული მწოლიარე ვადმყოფი გყავს, ორმაგადაა საჭირო სიფრთხილე. ორიოდე დღეში ოჯახის ყველა წევრს და ყველას, ვისთანაც შეხება გვქონდა “სურდო” შეეყარა. ასე სწრაფად მხოლოდ კორონავირუსი ვრცელდება. დავიტესტეთ და ყველას აღმოგვაჩნდა. გამოძახების სერვისი გაქრა ქვეყანაში, აღრიცხვიანობა გაქრა, მთელს თბილისში ტესტებს ვერ ი. როგორც იქნა “ავერსში” მივაგენით. ტესტმა იმაში გვარგო, რომ მწოლიარე ავადმყოფს არ გადავდეთ( სხვა სახლში ცხოვრობს და მეუღლეს უწევს ყოველდღე მისვლა). ვირუსი არ იყო მძიმე ფორმის. სამი დღე სიცხე, გაცივებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და სისუსტე. ჩათვალე, სულ მცირე, ერთი კვირა დაკარგულია. გარეთ ვერ გახვალ. რამდენი ადამიანი ვერ გადის სამუშაოდ, ვისაც ყოველდღიური შემოსავლი აქვს და ოჯახს ამით არჩენს?ამ გაჭირვების ჟამს რამდენი ფული უნდა დახარჯო წამლებზე? პირბადის გაკეთება და ინფორმირებულობაც კი მნიშვნელოვნად ამცირებს გავრცელებას. არავინ ფიქრობს ამაზე. დამაინტერესა და ყველა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში არსებობს კოვიდის სტატისტიკა. საქართველო გამონაკლისია. ეს კიდევ ერთი ნიშანია, თუ როგორ არ უფრთხილდება სახელმწიფო ადამიანს.