დავინახეთ, რომ -ში აქციაზე პიროტექნიკის გამოყენებას იარაღის გამოყენებას უწოდებენ და მომიტინგეს შესაბამისადაც სჯიან – ამით რადიკალებს ჩვენთან ერთად პასუხი ამერიკამაც გასცა

დავინახეთ, რომ -ში აქციაზე პიროტექნიკის გამოყენებას იარაღის გამოყენებას უწოდებენ და მომიტინგეს შესაბამისადაც სჯიან – ამით რადიკალებს ჩვენთან ერთად პასუხი ამერიკამაც გასცა
„როცა აშშ-ის პრეზიდენტმა და სხვა მაღალჩინოსნებმა განცხადებები გააკეთეს, რომ მათთან, აქციების დროს, პოლიციელებს თმიდან ღერი არ უნდა ჩამოვარდნოდათ, გავიფიქრე, ნუთუ, არ შერცხვებოდა ამის ქართულ რადიკალურ ოპოზიციას“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველამ დაინახა, რომ აშშ-ში აქციაზე პიროტექნიკის გამოყენებას იარაღის გამოყენებას უწოდებენ და მომიტინგეს შესაბამისადაც სჯიან, რითაც საქართველოში არსებულ რადიკალურ ოპოზიციას პასუხი კიდევ ერთხელ გაეცა.
„საქართველოში რა უნდა ვთქვათ, როცა პოლიციელები ლამის დაწვეს – ერთმა თვალი დაკარგა, ერთს ფეხი დაეწვა და ამპუტაცია დასჭირდა, 200-მდე დაშავდა და ა.შ. და მაშინ, როცა მათ აქციაზე მომიტინგეთა ნაწილი პიროტექნიკას ესროდა, რადიკალები აცხადებდნენ, რომ ეს ჩვეულებრივი და საერთაშორისოდ მიღებული მოვლენა იყო. აშშ-ში კი, დავინახეთ, რომ აქციაზე და მით უმეტეს, პოლიციელების წინააღმდეგ პიროტექნიკის გამოყენებას, ჩვეულებრივად, იარაღის გამოყენებას უწოდებენ და [შესაბამისადაც სჯიან]. აქედან გამომდინარე, რადიკალებს ჩვენთან ერთად პასუხი ამერიკამ გასცა. ჩვენ, რა თქმა უნდა, იმავეს მანამდეც ვამბობდით, მაგრამ რადიკალებს ჩვენი არ სჯეროდათ, რადგან ზურგს უკან ძლიერი მხარდამჭერები ჰყავდათ“, – აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ.
Previous: ბუდაპეშტში უნგრეთ-საქართველოს მეორე მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია უნგრელ კოლეგა ბენცე ტუჟონს შეხვდა

ასევე დაგაინტერესებთ

„იგლ ჰილსის“ პროექტით, კრწანისსა და გონიოში იქმნება უმაღლესი სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რომელიც როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს საუკეთესო გარემოს შესთავაზებს

ჩვენი არჩევანია მშვიდობა და განვითარება საქართველოსთვის და ქართველების უკეთესი მომავალისთვის, „იგლ ჰილსის“ პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას