დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში ღარიბაშვილის და ბურჭულაძის მრჩევლად მუშაობდა

რუს ოლიგარქთან დაკავშირებული ბიზნესმენი დავით ხიდაშელი წლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობდა. საუბარია სა და ჯუანშერ ბურჭულაძის მინისტრად მუშაობის პერიოდზე.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა “მთავარი არხის” გავრცელებული ინფორმაცია მომდევნო დღეს, დღეს – 15 მარტს დაადასტურა და აღნიშნა, რომ დავით ხიდაშელი მინისტრის მრჩეველი იყო 2020 წლიდან 2024 წლის თებერვლამდე პერიოდში.
“მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე თავდაცვის სამინისტროში დავით ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობასთან დაკავშირებით, საზოგადოებისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გვსურს განვმარტოთ შემდეგი: 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად”, – წერია თავდაცვის სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.
ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრი იყო 2019 წლის სექტემბრიდან, მისი გაპრემიერების შემდეგ, 2021 წლის 22 თებერვლიდან, ამ თანამდებობას ჯუანშერ ბურჭულაძე იკავებდა.
“საჯარო სამსახურის შესახებ” (მუხლი 81) საქართველოს კანონის მიხედვით, თუ მინისტრი ტოვებს თანამდებობას, ავტომატურად გათავისუფლებულად ითვლება მისი მრჩეველიც. გამოდის, რომ ხიდაშელის დანიშვნის გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტროში ორივე ყოფილმა მინისტრმა მიიღო.
თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ ხიდაშელი აღარ არის მრჩეველი.
დავით ხიდაშელი დაკავშირებულია რუს ოლიგარქ ვლადიმირ ევტუშენკოვთან. ევტუშენკოვი, მსხვილი რუსული კორპორაცია „სისტემის“ მფლობელი, ში შეჭრის შემდეგ ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა.
ხიდაშელის სახელი და გვარი უკავშირდება ე.წ. კარტოგრაფების საქმეს – ის მთავარი მოქმედი პირია, გამოძიება მის მიერ რუსეთში მოპოვებული რუკების საფუძველზე დაიწყო.
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო ს პერიოდში ეს საქმე ცალსახად პოლიტიკურად მოტივირებული იყო. თავად დავით ხიდაშელის თქმით, რუკების მოპოვება მას პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა – ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა.