დავით ხაჯიშვილი HRW-ის ანგარიშზე – საქართველოში ადამიანის უფლებები მაშინ იქნება დაცული, როდესაც ქვეყანაში დემოკრატიული ხელისუფლება მოვა

რაც HRW-ის დასკვნაში წერია, ყველაფერი არის სიმართლე და შეწყდება მაშინ, როდესაც გვეყოლება ნამდვილად დემოკრატიული ხელისუფლება. ახლა ჩვენ გვყავს რუსული რეჟიმი ხელისუფლებაში. შესაბამისად, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, შემდეგ ეს სტატუსიც და ეს შენიშვნებიც შეიცვლება სიკეთისკენ, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით ხაჯიშვილმა HRW-ის დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ადამიანის უფლებები მაშინ იქნება დაცული, როდესაც ქვეყანაში იქნება დემოკრატიული ხელისუფლება.
„ძალიან მოკლე ვიქნები ამ პასუხში იმიტომ, რომ ჩვენ ადამიანის უფლებებს მაშინ დავიცავთ, როდესაც საქართველოში იქნება ნამდვილად დემოკრატიული ხელისუფლება. დღეს არ გვყავს ჩვენ დემოკრატიული ხელისუფლება. ჩვენ არ ვართ, სამწუხაროდ, ბოლომდე დემოკრატიული ქვეყანა, როდესაც გვყავს რუსული რეჟიმი ხელისუფლებაში. შესაბამისად, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, შემდეგ ეს სტატუსიც და ეს შენიშვნებიც შეიცვლება სიკეთისკენ. ჩვენ კარგად ვიცით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ ეს იყო რუსული კანონი. ჩვენმა მეგობრებმა არაერთი ქვეყნიდან და პირველ რიგში, -მ თქვა, რომ ეს არ არის ამერიკული კანონი, ეს არის რუსული კანონი. რა თქმა უნდა, ეს იყო მიმართული ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ, ამიტომ დავიცავით ჩვენ ერთად ყველამ. იმიტომ გამოვიდა ამდენი ადამიანი გარეთ და იმიტომ დაიცვა თავისი უფლებები, რომ ეს იყო ზუსტად მათ წინააღმდეგ მიმართული კანონი და შესაბამისად, რა თქმა უნდა, რაც არ უნდა კომენტარები გააკეთოს ახლა „ქართულმა ოცნებამ“ ამასთან დაკავშირებით, რომ ეს არ იყო ასე, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს კანონი მომართული იყო ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ, რომ მეტი შეზღუდვა ყოფილიყო ჩვენი მოსახლეობის, ნაკლები დემოკრატია ყოფილიყო და რაც ამ დასკვნაში წერია, ყველაფერი არის სიმართლე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს შეწყდება მაშინ, როდესაც შეიცვლება ხელისუფლება და ეს მოხდება 2024 წელს“, – განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.
ცნობისთვის, Human Rights Watch -ის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა მიეღო „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი, რომელიც შელახავდა გამოხატვის თავისუფლებას – ადამიანის უფლებების მხრივ მდგომარეობა 2023 წელს არათანაბარი დარჩა, პოლიტიკაში დომინირებდა დაძაბულობა.

ასევე დაგაინტერესებთ