დავით ხაჯიშვილი უმრავლესობას – დიდი ალბათობით, ბიძინა ივანიშვილს უახლოეს მომავალში დაუწესდება სანქციები და მისთვის იღებთ ამ კანონს

ორ კანონს მიეცით გუშინ ხმა – რუსული კანონი, რომელიც ზღუდავს დასავლური ფულის შემოსვლას საქართველოში და მეორე კანონი, რომელიც შავი რუსული ფულის შემოსვლას უწყობს ხელს. დიდი ალბათობით, ბიძინა ივანიშვილს უახლოვეს მომავალში დაუწესდება სანქციები და მისთვის იღებთ ამ კანონს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დავით ხაჯიშვილმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, ამის სურთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა აარიდოს თავი იმ გადასახადებს, რომლის გადახდაც დღევანდელი კანონმდებლობით შეიძლება მოუწიოს.
„გუშინ თქვენ კენჭი უყარეთ ორ კანონს, ერთი არის რუსული კანონი, რომელიც ზღუდავს დასავლური ფულის შემოსვლას საქართველოში და მეორე, რომელიც ღია კარს ტოვებს რუსული ფულისთვის.
არ ვამტკიცებ, ამიტომ მინდა გკითხოთ, დიდი ალბათობით ღიას უტოვებს რუსულ ფულის, რომლის წარმოშობაც ჩვენ არ ვიცით, საიდან არის, ვისი არის და შესაბამისად ბევრ კითხვას აჩენს.
ორ კანონს მიეცი გუშინ ხმა, ერთი არის რუსული კანონი, რომელიც ზღუდავს დასავლური ფულის შემოსვლას საქართველოში, ხოლო მეორე კანონი, რომელიც შავი ფულის, შავი რუსული ფულის შემოსვლას უწყობს ხელს.
თქვენ, ალბათ, არამხოლოდ ჩემგან გაგიგონიათ ეს თეორია, რომ ეს სჭირდება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, იმისთვის, რომ თავი დააღწიოს მოსალოდნელ სანქციებს და თვლით თუ არა, რომ ეს ასეა? დიდი ალბათობით, ბიძინა ივანიშვილს უახლოვეს მომავალში დაუწესდება სანქციები და მისთვის იღებთ ამ კანონს, რადგან ივანიშვილმა შავი რუსული ფული შემოიტანოს ქვეყანაში და ამით აარიდოს თავი იმ გადასახადებს, რომელიც დღევანდელი კანონმდებლობით შეიძლება მოუწიოს გადახდა“,- განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”