რა თქმა უნდა, როდესაც ირაკლი კობახიძე პარლამენტში მოვა, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება. გამოვიყენებთ ჩვენს ტრიბუნას იმისთვის, რომ ხალხს კიდევ ერთხელ დავანახოთ და გავაშიშვლოთ „ქართული ოცნება“. კერძოდ, ის, რომ ბიძინა ივანიშვილის პირობებში არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით ხაჯიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოქალაქეებს აინტერესებთ პრობლემების მოგვარება.
„კითხვებს დავსვამთ თუ აპირებენ იმ პრობლემების მოგვარებას, რაც აწუხებს ჩვენს თანამოქალაქეებს, კერძოდ ესენია: ღირსეული სამუშაო ადგილები, ემიგრაციაში წასული ჩვენი თანამოქალაქეები, სიღარიბის დაძლევა, ფასების სტაბილურობა, ეს აინტერესებს ჩვენს მოქალაქეებს და არა ის, თუ ვინ იქნება დღეს თუ ხვალ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ან მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მმართველობის პირობებში“,- განაცხადა დავით ხაჯიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.