დავით ხაჯიშვილი ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის შესაძლო ფორმირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ადასტურებს

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, დავით ხაჯიშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის შესაძლო ფორმირებასთან დაკავშირებით.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიაში ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა.
„ნაციონალური მოძრაობა“ მსჯელობს, თუ როგორ გაზარდოს ეკონომიკა, როგორ დააბრუნოს ჩვენი მოსახლეობა ემიგრაციიდან, როგორ შექმნას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. სხვა საკითხებზე „ნაციონალურო მოძრაობა“ დღეს არ მსჯელობს, არც სხვა პარტიებთან. ჩრდილოვან კაბინეტზე საუბარი არ ყოფილა”,- განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის პოსტზე ს განიხილავს, შინაგან საქმეთა მინისტრად დიმიტრი შაშკინს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ს, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ან განიხილება. თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელს, ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე კი ს განიხილავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ბოკერია – საბჭოთა ბოლშევიკებისა და „ქართული ოცნების“ რიტორიკას შორის პირდაპირი პარალელია – არ არის გამორიცხული, შემდგომი ნაბიჯი იყოს ივანიშვილის დასანქცირება, ეს დამოკიდებულია ხელისუფლებაზე

დავით უსუფაშვილი – „ოცნებამ“ საქართველო დაასანქცირა – ეს არის თავგზააბნეული ადამიანების ჯგუფი, რომელთაც საკვებად აქვთ თავისივე შეთხზული ზღაპრები – მგონი, კობახიძე „უცხო ძალაში“ საკუთარ თავს გულისხმობდა, სხვა ვინ ბატონობს?