დავით ცხადაძე: დაახლოებით წარმოდგენა რომ გვქონდეს რა “სიმახინჯის” დანგრევას აპირებს დღევანდელი “ხელისუფლება”

“დაახლოებით წარმოდგენა რომ გვქონდეს რა “სიმახინჯის” დანგრევას აპირებს დღევანდელი “ხელისუფლება”:
არქიტექტორებმა მასიმილიანო და დორიანა ფუკსასებმა დააპროექტეს კულტურულ – სახელოვნებო კომპლექსი ქალაქის რიყის პარკში. პროექტი 2010 წელს დაიწყო და მისი დასრულება(!) 2017 წლის ბოლოს იგეგმებოდა, დარჩენილი იყო ინტერიერის სამუშაოები.
V-ფორმის გეგმის მქონე ნაგებობა, მიკელე დე ლუკას აგებული მშვიდობის ხიდისკენაა მიმართული. ასევე ახლოსაა იუსტიციის სახლთან, რომელიც Studio Fuksas-მა 2012 დაასრულა.
ნაგებობის ჩრდილო ნაწილიში განთავსებულია 566 ადგილიანი სამუსიკო და თეატრის დარბაზი, ფოიე და სხვა ინფრასტრუქტურული ელემენტები, მათ შორის ოფისები, დარბაზის აპარატურისთვის განკუთვნილი ტექნიკური ზონები.
შენობის ეს ნაწილი ამაღლებულია, რათა სტუმარი ფოიესა და შიგნით არსებული კაფეტერიიდან “მინის ფარდის კედლის” მიღმა მდინარის ხედით დატკბეს.
ნაგებობის ამ ნაწილზე ავტორი ამბობდა, რომ „ეს პერისკოპია მდინარისკენ მიმართული, რომელიც ძველი თბილისის იტორიულ ბირთვს გარს უვლის“
საგამოფენო დარბაზი განთავსებულია ნაგებობის სამხრეთ ნაწილში, რომელშიც ავდივართ კიბით და მიმართულია პარკისკენ. დარბაზი ასევე ითვალისწინებდა თანამედროვე საგამოფენო სტანდარტს და მზად უნდა ყოფილიყო ნებისმიერი სირთულის ექსპოზიციის მისაღებად.
ნაგებობის რომილის ფასი 40 მლნ ევროა, განთავსებულია 10000 m²-ზე.
დანგრევას დიდი ხანია აპირებდნენ, მოსვლის დღიდან – თავად ბრძანეს. ოღონდ ჯერ ხიდი მოსინჯეს. ხალხის ნეგატიური რეაქციის გამო გადაიფიქრეს, ალბათ დროებით.
რატომაა უფუნქციო? იმიტომ რომ არ დაასრულეს, გააჩერეს ისე როგორც ყველაფერი. ალბათ იმედი ჰქონდათ, რომ თავად დაინგრეოდა(?) არა და ეს საკონცერტო დარბაზი გამორჩეული უნდა ყოფილიყო თავისი აკუსტიკით. ეს დავალებაც ჰქონდათ არქიტექტორებს, მცირე ბიუჯეტის გათვალისწინებით მაქსიმალურად მაღალი ხარისხის აკუსტიკის მქონე დარბაზის აგება. სამწუხაროდ (როგორც მუსიკოსებიდან ვიცი, თუ არ ვცდები) კარგი აკუსტიკა მხოლოდ კონსერვატორიის მცირე დარბაზში გვაქვს.
აგებისთანავე შენობამ საყოველთაო (ვგულისხმობ საერთაშორისო) ყურადღება მიიქცია და აღიარებული იქნა XXI საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთ ორიგინალურ მაგალითად.
ყველფერი ეს მშვიდობის ხიდი, იუსტიციის სახლი, რიყის ხელოვნების ცენტრი, ემსახურებოდა ერთ ამბავს – საქართველოს, თბილისის ევროპის რუკაზე მკვიდრად დაფიქსირებას და ასეც მოხდა. ახლა დანგრევით რა მესიჯს ვაგზავნით – დასკვნა თქვენთვის მომინდია.
PS სიტყვა “მახინჯი”(დღევანდელი უკონტროლო მშენებლობის ფონზე) ჯერ კიდე 2012 წელს გაისმა ყველაფერ იმის მიმართ, რაც 9 წლის განმავლობაში იყო შექმნილი. განსაკუთრებული ჟღერადობით მშვიდობის ხიდის მიმართ გამოხატავდნენ ემოციას. მახსოვს ჰეროიკული შეძახილი:
“- ბატონო ბიძინა მომეცით ჩაქუჩი, ჩემი ხელით დავამსხვრევ შუშის ხიდს-ო!”” – წერს სოციალურ ქსელში ხელოვნებათმცოდნე დავით ცხადაძე.
შეგახსენებთ, „რიყის დოქები“ არანაირად არ ჯდება ქალაქის ურბანულ განვითარებაში, არის უფუნქციო, ყველანაირად მოუწესრიგებელი, ნაგვის ბუდე – აღნიშნული სიმახინჯის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს და მის ადგილზე, იგივე მოცულობის ახალი პროექტი გაკეთდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
კითხვაზე, თუ რა უნდა აშენდეს „რიყის დოქების“ ნაცვლად, კალაძე ამბობს, რომ დეტალებს მომავალში გაივლიან. კალაძე ამბობს, რომ შესაძლოა, სასტუმროც აშენდეს. „რიყის დოქების“ დემონტაჟი და მის ადგილას სასტუმროს აშენებაზე მიუთითებს მთავრობის განკარგულება „რიყე დომის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ, რომელიც ასახულია შეცვლილი საპრივატიზაციო პირობები.
ამ პირობების მიხედვით, „რიყე დომმა“, რომელმაც „რიყის დოქები“ დავით ხიდაშელის კომპანიისგან მიმდინარე წლის მაისში იყიდა, 2030 წლის მაისამდე უნდა უზრუნველყოს ადგილზე უძრავი ქონების განვითარება, რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) სასტუმროს შექმნას. ინვესტიციის მინიმალურ ოდენობად გათვალისწინებულია 44 მილიონი ლარი.
„რიყე დომს“ მის მიერ შესყიდულ უძრავ ქონებაზე არსებული შენობა-ნაგებობების ან მისი ნაწილის დემონტაჟის უფლება აქვს მას შემდეგ, რაც ქონების ეროვნულ სააგენტოს წარუდგენს დემონტაჟის შედეგად მისაღები მასალების საბანკო გარანტიას.
„მე არქიტექტორი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ეს სიმახინჯე არ ეკადრება ჩვენს ლამაზ დედაქალაქს. ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ პროექტი, რომელიც განხორციელდება იმ ადგილზე, იყოს ჰარმონიულად შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან. საუბარია კონკრეტულ პროექტზე, რომელიც უნდა განხორციელდეს მახინჯი დოქების ადგილას. რა აშენდება, ეგ დაზუსტდება მოლაპარაკებების პროცესში, თუმცა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პროექტი, რომელიც განხორციელდება, იყოს შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან“, – განაცხადა .
კითხვაზე, იმავეს უპირებენ თუ არა „მშვიდობის ხიდს“, ირაკლი მ აღნიშნა, რომ არა.