საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, დავით ჩხეიძე:
შეიძლება ვინმე სხვამ არა, მაგრამ ბატონმა ი.კობახიძემ ზუსტად იცის, რა შეურაცხყოფას აყენებს გერმანიას ი.გებელსის ხსენებით.
რეჟიმი მიზანმიმართულად ესხმის თავს სახელმწიფო დეპარტამენტს, ევროკომისიას, რომ მოგვაქციოს იზოლაციაში.
საქართველო აქციოს რეზერვაციად.
ისევე, როგორც ჩვენ გვამზადებდნენ 4 ოქტომბრის სპეცოპერაციისთვის, რომ შეძლებისდაგვარად მეტი წამოვგებოდით.
ასე ამზადებდნენ საზოგადოებრივ აზრსა და განწყობას, რომ ყველაფერი
დაეკავშირებინათ დასავლეთთან.
გავიხსენოთ ბატონი შ.პაპუაშვილის ვრცელი განცხადება ერეკლეს ძეგლის გახსნისას —
როგორ აკისრებდა 4 ოქტომბრის მოვლენებზე წინსწრებით პასუხისმგებლობას ევროკომისიას.
და დღეს უკვე ბატონი ი.კობახიძის უშვერი თავდასხმა პარტნიორებზე.
ანტიდასავლური პოლიტიკის ახალი “სიმაღლე”.
“რა შეიცვალა რუსთაველზე?” — მეკითხებიან.
“და რა შეიცვალა ქვეყნის საგარეო ან საშინაო პოლიტიკაში?” — მე ვეკითხები.
ჩიხურია ჩვენი სიარული რუსთაველზე, რადგან ჩიხურია ქვეყნის მდგომარეობა.
და არათუ ჩიხური, არსებული რეჟიმის პირობებში სწრაფად დაღმავალი.
“ბაბლად” და “სექტად” უნდათ წარმოგვაჩინონ, როდესაც თავად რეჟიმი იქცა სასოწარკვეთილ, ექსტრემისტულ სექტად საერთაშორისო და ასევე საკუთარ საზოგადოებაში.
და იმავეს უქადის საქართველოს.
ექსტრემისტის გარდა ვინ ილაპარაკებს ასე პარტნიორებზე და ელჩებზე? საკუთარ მოქალაქეებზე?
ჩემი სახელით ეს რეჟიმი ვერ ილაპარაკებს — ვერასდროს.
და სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ვერ ლაპარაკობს საზოგადოების სახელით.
და კიდევ ერთი: ძალიან ბნელი ღამეა
დღეს საქართველოში, რადგან ბათუმელი მედროშე დააკავეს.
დროშებით შეაბიჯა იმ მახეში, რაც პრეზიდენტის სასახლეში დაუგეს.
არ იქნება ჩვენი ქვეყნის საქმე კარგად, სანამ ზურაბ ჭავჭანიძე ციხეშია.
მე მინახავს ამ კაცის ერთგულება — ცხოველის, ადამიანის, თანამებრძოლის, სამშობლოს…
არ შეიძლება ასე — ვერ გავიხარებთ, ვერ გავიხარებთ, სანამ ეს ბნელი ღამე არ გათენდება.