“პოლიტიკა პროცესია და არა მდგომარეობა.
თუ არ მოქმედებ შენ, მოქმედებს სხვა;
პოლიტიკაში არ შეიძლება შეიქმნას ვაკუუმი.
ვინც ყოფილა ხელისუფლებაში ან პოლიტიკაში იცის, თუ მოქმედებს მხოლოდ სხვა, შენ ქრები;
“ქართულ ოცნებას” სვლა აღარ აქვს, არც საშინაო, არც საგარეო პოლიტიკაში;
ამიტომ განცხადება ვაკუუმის შევსების მცდელობა იყო, მოქმედების იმიტაცია;
ერთადერთი სვლა არის არჩევნების დანიშვნა;
რაც ნიშნავს წინა არჩევნების შეუმდგარების აღიარებას და შეგუებას მარცხთან;
რადგან უმრავლესობით დაბრუნება გამორიცხულია.
ასევე პოლიტიკაში ან მიდიხარ წინ ან მიდიხარ უკან; შეუძლებელია დადგე ერთ ადგილას;
ამიტომ პროპაგანდა დიდხანს ვერ იქნება იგივე, უნდა მოუმატო, რომ შექმნა უპირატესობის განცდა;
ამან “ქართული ოცნება” მიიყვანა აბსურდამდე, რაც დღეს გამოქვეყნდა;
ჩვენ ვუყურებთ როგორც მოწინააღმდეგეები, მაგრამ შეხედეთ განცხადებას როგორც მომხრემ;
კარგი, მოვისმინე მჯერა შენი, რომ ყველა და ყველაფერი სამყაროში ჩვენს წინააღმდეგ არის, ახლა რა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ?
ცხადია, რომ პასუხი არ არის და არ შეიძლება იყოს;
ამიტომ ჩვენ უკვე აღარ ვართ პოლიტიკის სფეროში, არამედ აშლილობის;
პოლიტიკა ხშირად რთულად გვეჩვენება, მაგრამ გადავთარგმნოთ სასაუბრო ენაზე;
გხვდებათ ახლობელი და გეუბნებათ, რომ სამყაროს მართავენ ბოროტი ძალები და მათი სამიზნე გახდა;
ყველგან ჩასაფრებას უწყობენ, შეიძლება სიცოცხლეს გამოასალმონ, მათი “მეტასტაზები არის ყველგან”…
როგორ მოიქცევით? დაუჯერებთ? გაჰყვებით?
არადა, ყველაფერი დაიწყო მზაკვრულად; რომ ომის წყარო არა რუსეთი არამედ დასავლეთია;
რომ საფრთხე შეიძლება რუსეთიდან მოდის, მაგრამ მისი ავტორი დასავლეთია; ანუ რუსეთს არ უნდა ომი, თუ დასავლეთმა არ აიძულა;
ამისთვის ყოველთვის მქონდა და მაქვს ბევრად უფრო დამაჯერებელი პასუხი;
რომ თავად რუსული რეჟიმი ერთ-ერთი დანაყოფია ამ გლობალური ძალის;
და ახლა მისი ხელმძღვანელობით საქართველო სამუდამოდ შორდება რუსეთს;
თუ ასეთი ძალა “ქართული ოცნების” წინააღმდეგ მოქმედებს, სწორედ რუსეთის მეშვეობით.
რუსეთს არ ენდოთ!” – წერს სოციალურ ქსელში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი დავით ჩხეიძე.