დავით ჩხეიძე: უსამშობლოა ადამიანი, რომელიც საბჭოთა კავშირს მისტირის, რადგან მისი სამშობლო აღარ არსებობს

“ერთი დაზუსტება: უსამშობლოა ადამიანი, რომელიც საბჭოთა კავშირს მისტირის, რადგან მისი სამშობლო აღარ არსებობს.
ადამიანი, რომელმაც ქვეყნის დამოუკიდებლობა მოიპოვა და დღემდე დღე-ღამეს ათენებს მისი და მისი თავისუფლების დასაცავად უსამშობლო არ არის, მაგრამ უსამშობლოს მტერია.
რადგან ასეთმა ადამიანმა დააკარგვინა უსამშობლოს სამშობლო და ახლა არ აძლევს მისი უკან დაბრუნების საშუალებას.
ბრაზი არ მაქვს და ვერ მექნება მათ მიმართ, რადგან ასეთი ქართველები ვერც შევცვალე და ვერც დანაშაული გამოვისყიდე,”  – წერს სოციალურ ქსელში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი დავით ჩხეიძე.