დავით ჩხეიძე: სჯიან არა პოლიტიკოსებს, არამედ გვსჯიან ჩვენ. ამას აკეთებენ იმისთვის, რომ ევროკავშირმა ჩამოგვართვას უვიზო მიმოსვლის უფლება

“სჯიან არა პოლიტიკოსებს, არამედ გვსჯიან ჩვენ. ამას აკეთებენ იმისთვის, რომ ევროკავშირმა ჩამოგვართვას უვიზო მიმოსვლის უფლება, გაწყვიტოს ჩვენთან ურთიერთობა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაადოს სანქციები სახელმწიფოს, საჯარო სამსახურების, ბიზნესის წარმომადგენლებს.
ქვეყანა დაიხუროს და დამყარდეს კრიმინალური დიქტატურა – ეს არის გეგმა.
ამ წუთას საქართველოს ელჩი გაეროში ჩვენებას აძლევს “კომისიას”, თითქოს პოლიტიკოსები ევროპაში დადიოდნენ და ითხოვდნენ, რომ ქვეყანას არ მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი.
ამ ჩვენებით სინამდვილეში პირიქით, დიპლომატი ქმნის წინაპირობას, რომ საქართველოს სტატუსი ჩამოერთვას.
და თუ ასე გაგრძელების საშუალება მივეცით – ასეც მოხდება.
ქვეყნის ხელისუფლებაშია რეჟიმი, რომელიც მოქმედებს ანტიკონსტიტუციურად და გვიდგენს საქმეს საქართველოს, როგორც ქვეყნის, როგორც საზოგადოების, თითოეული ჩვენგანის დასასჯელად,” – წერს სოციალურ ქსელში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, დავით ჩხეიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – კონკრეტულ პოლიტიკოსებზე აქვს ივანიშვილს გადაწყვეტილი, რომ მზის შუქს თავისუფლებაზე ვეღარ იხილავენ, ეს ასევე, არის ცალსახა პასუხი ევროკომისიის ანგარიშზე – ყველა ანგარიშს ივანიშვილი პასუხობს ზუსტად ასეთი გამწვავებული ფორმით

ირაკლი ქადაგიშვილი – გენერალური პროკურორის განცხადებაში არ დამინახავს, რომ რომელიმე ქვეყანა გამოაცხადა მტრულ სახელმწიფოდ, საუბარია იმაზე, რომ ამ პირებმა ჩაიდინეს მტრული საქმიანობა სახელმწიფოს წინააღმდეგ – ამ მოვლენებს პირდაპირ ეთერში ვუყურებდით