დავით ჩხეიძე: რამდენიმე დღე არ დაიჭირეს, ალბათ ადგილები არ იყო. დღეს ცოლის და მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით აიყვანეს

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, დავით ჩხეიძე:
ძალიან უნდა მოინდომო, რომ გიორგი მრევლიშვილის მსგავსი ადამიანი იპოვო წესიერებით – შეიძლება ვერც იპოვო.
პირადად ვიცნობ ბავშვობიდან, და მისი დარღვეული წესი მე არ მინახავს. აზა ჩილაჩავას შეყენების და ოქმის გამოწერის მეორე დღე იყო. დავინახე გზაზე გადასული – ნიღაბს ან პირბადეს როგორ გაიკეთებდა?!
რამდენიმე დღე არ დაიჭირეს, ალბათ ადგილები არ იყო. დღეს ცოლის და მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით აიყვანეს. შვიდი დღე მიუსაჯა რეჟიმმა.
ეს არის შემთხვევა, როდესაც წესიერება ვერ გიცავს თანაგრძნობის ძალიან ღრმა და ყოვლისმომცველი განცდისგან – როდესაც ხარ შემდგარი ადამიანად.
გაათავისუფლეთ გიორგი მრევლიშვილი!

ასევე დაგაინტერესებთ

საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის თაღლითურად მითვისების ბრალდებით რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური – დაკავებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია – პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა მასთან, ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და სხვა პირებთან