დავით ჩხეიძე: რადგან ამ ძიებისას აუცილებლად გამოჩნდება რა ჯდებოდა უნივერსიტეტში ჩაბარება, განსაკუთრებით იურიდიულ ფაკულტეტზე; ვინ ყიდდა ადგილებს, რამდენი აბიტურიენტი ჰყავდა კლანის თითოეულ წევრს…

“სიმონ ჯანაშიას პიროვნების მოკვლევა რეჟიმის კომისიას არ უნდა აწყობდეს;
რადგან ამ ძიებისას აუცილებლად გამოჩნდება რა ჯდებოდა უნივერსიტეტში ჩაბარება, განსაკუთრებით იურიდიულ ფაკულტეტზე;
ვინ ყიდდა ადგილებს, რამდენი აბიტურიენტი ჰყავდა კლანის თითოეულ წევრს, როგორ გროვდებოდა ფული და ნაწილდებოდა ადგილები.
რატომ გვყავს დღეს ამდენი უცოდინარი და ბევრ უსამართლობაზე ხელის მომწერი კადრი, განსაკუთრებით მართლმსაჯულების და
სამართალდაცვის სფეროებში.
როგორ იჩაგრებოდა რიგითი ქართველი, ნიჭიერი, მონდომებული ახალგაზრდა.
რამდენად მტკივნეულ ტრავმას აყენებდა მას განათლების სისტემა, როგორ შეუცვალა ან დაუმახინჯა ცხოვრება.
და ასე ქვეყნის ყველა მთავარ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
მაღალ მეცნიერულ ხარისხებში გახვეულ ავაზაკობას, როგორ დაესვა ერთ დღეს წერტილი…
ისე რომ პასუხი არავის უგია უმძიმესი დანაშაულებისთვის, რომელიც ჯერ კიდევ თაობებს სწვდება,” – წერს სოციალურ ქსელში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, დავით ჩხეიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: საქართველოს დავოსში არმიწვევა ნიშნავს, რომ ქვეყანა არის სხვა სახელმწიფოს სატელიტი და “რა საჭიროა?” – ნახეთ ზანგეზურის დერეფანი, ტრამპის მარშრუტი, ალიევის განცხადება, ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვართ, აღარ ვართ საინტერესო

ნუგზარ წიკლაური: იცნობთ ქვეყანას სამყაროში, სადაც ფასებს სუს-ი არეგულირებს? გვახსოვს ბრეჟნევის კარაქის, ყველის და პურის ტალონები, აქეთკენ მიდის „ოცნება“ – დებატებზე კი არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობა და „უქარქაშო ხმლები“ „ხალხის ძალის“ სახით დასხდნენ