დავით ჩხეიძე: პოლიტიკური პარტიების აკრძალვა არის დანაშაული – ჩადენილი ბევრი მიმართულებით ერთდროულად

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, დავით ჩხეიძე:
პოლიტიკური პარტიების აკრძალვა არის დანაშაული – ჩადენილი ბევრი მიმართულებით ერთდროულად:
დანაშაული ჩადენილი დემოკრატიის, საზოგადოების, პარლამენტარიზმის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის… წინააღმდეგ.
წლების განმავლობაში უძლიერესი პროპაგანდა დაკავებული იყო “ტვინის ამორეცხვით”;
რომ საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდი შერაცხილიყო მიუღებლად.
“ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვა არის ისტორიის გადაწერის მცდელობა –
ცალკე აღებული ძალადობის ამოღების და ამით მთელი პერიოდის გაშავების…
პერიოდის, როდესაც ახალბედა სახელმწიფომ განახორციელა ფუნდამენტური რეფორმები:
კრიმინალის, კორუფციის, საგადასახადო განუკითხაობის, ქართული ჯარის დამამცირებელი მდგომარეობის, განათლების, ადმინისტრირების… გადაგვარების აღმოსაფხვრელად.
მოხდა გარღვევა დასავლური ინტეგრაციის მიმართულებით…
ამის დავიწყება არის პოლიტიკური სიბეცე.
და დღეს, როდესაც პრეზიდენტიდან დაწყებული, თითქმის ყველა პასუხისმგებელი პირის დაპატიმრებისა და სასჯელის მოხდის შემდეგ დგება საკითხი პარტიის აკრძალვის – ეს არის მძიმე დანაშაული.
ამის მიღება, ჩვეულებრივ მოვლენად, არის არ მხოლოდ პოლიტიკური პარტიის და მისი ამომრჩევლის გაწირვა, არამედ ნიშნავს საკუთარი საზოგადოების დემოკრატიული, დასავლური მომავლის გაწირვას.
ეს კატეგორიულად მიუღებელი და სამარცხვინო ნაბიჯია. რომელსაც დიდი დღე არ უწერია;
ისევე როგორც კონსტიტუციის ჩარჩოდან გასულ რეჟიმს.
უპირობო მხარდაჭერა ყველა პოლიტიკურ პარტიას და პირს, რომელიც დაექვემდებარა რეჟიმის რეპრესიას.
ბოლომდე!!

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: პიროვნულ დონეზე, ნინოს (რახან დავმეგობრდით და სახელებით მივმართავთ ერთმანეთს) მინდა ვუთხრა, რომ გავიგე მისი ძახილი. ამოვიკითხე რის თქმასაც ცდილობს და ადამიანურად ვუთანაგრძნობ იმ ვითარების გამო, რაშიც გაყო თავი

გია ხუხაშვილი – „ლელოს“ აკრძალვის მოთხოვნა ვირეშმაკული ტაქტიკაა, ამას სასამართლო, ალბათ, არ დააკმაყოფილებს, ხაბეიშვილმა კი პროვოკატორის როლი შეასრულა და ხელი შეუწყო სარჩელს – ამაზე გაბრაზდებიან, თუმცა ცივი წყალი დალიონ