დავით ჩხეიძე: მრავლისმთქმელია აშშ-ის ელჩის გადადგომა პირადი მიზეზით

“მრავლისმთქმელია -ის ელჩის გადადგომა პირადი მიზეზით;
ამასთან დამშვიდობება საქართველოსთან, მადლობის გადახდა საზოგადოებისთვის, მაგრამ არა პოლიტიკური რეჟიმისთვის.
გადადგა მალევე, მას შემდეგ, რაც ბატონმა ბ.ივანიშვილმა მისი რეჟიმის მიერ ამერიკის უპრეცედენტო შანტაჟის და შეურაცხყოფის ფონზე უარი უთხრა ელჩს მოესმინა ახალი ადმინისტრაციის გზავნილები.
რაც არის სერიოზული უპატივცემულობა, არამარტო ელჩის, არამედ აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების, უკვე ახალი პრეზიდენტის პირობებში.
ასეთ ვითარებაში ელჩის ფუნქცია ფაქტობრივად დე-ლეგიტიმირებულია მმართველი ძალის მიერ, რაც დიპლომატიური ურთიერთობის შეფერხებას ნიშნავს.
ამ შემთხვევაში, ელჩის წასვლა დიპლომატიურად აღიქმება, როგორც “სივრცის გათავისუფლება” განსხვავებული პოლიტიკური ურთიერთობების დასაწყებად.
დიპლომატია არ იცნობს საჯაროდ “გადაყენებას”, უფრო გამოიყენება გაწვევა, მაგრამ ამ შემთხვევაში ამას ადგილი არ ჰქონია, რაც განიმარტა კიდეც: “არავის უთხოვია, პირადი მიზეზით მივდივარ”.
და უფრო გულისხმობს, რომ ვერ ვახორციელებ საკუთარ მოვალეობებს არსებული ხელისუფლების პირობებში.
ელჩის “ზაფხულში წასვლა” – ტოვებს დროის ფანჯარას ახალი პოლიტიკისთვის, უფრო მკვეთრი პოლიტიკური ნაბიჯების გადასადგმელად და ასეთი წარმომადგენლის მოსავლენად.
რაც შეიძლება გახდეს ახალი სანქციების ან პოლიტიკის ამოქმედების დასაწყისი – რომელსაც ჩვეულებრივ წინ უსწრებს ხოლმე მსგავსი საკადრო ცვლილებები.
ელჩის ნებისმიერი წასვლა შეთანხმებულია და დამტკიცებულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ;
კიდევ უფრო მძიმე გზავნილი იქნება თუ ახალი ელჩის დანიშვნას აშშ გააჭიანურებს, გამოიყენებს ე.წ “დიპლომატიურ დაყოვნებას”.
შეგვეძლო გვეფიქრა პირიქითაც, რომ ქალბატონი რ.დანიგანი პრეზიდენტ ჯ.ბაიდენის ადმინისტრაციის ელჩი იყო, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა დემოკრატიის და ადამიანის უფლებების საკითხებს;
ხოლო პრეზიდენტ დ.ტრამპის ადმინისტრაცია უფრო კეთილგანწყობილია იმ ლიდერების მიმართ, ვინც მხარს არ უჭერს პროგრესულ ლიბერალურ პოლიტიკას;
ემხრობა “მტკიცე ხელის” რეჟიმებს, რომლებიც გეოპოლიტიკურად არ ეწინააღმდეგებიან აშშ-ს სტრატეგიულ ინტერესებს, თუმცა შინაგანად ავტორიტარულები არიან.
და “ქართული ოცნება” ჩაჯდებოდა ამ კატეგორიაში, რადგან ნაწილობრივ თუმცა სულ უფრო ნაკლებად ინარჩუნებს პროდასავლურ რიტორიკას;
მაგრამ რადგან ფაქტობრივად ანტიდასავლურად მოქმედებს, ბატონი ბ.ივანიშვილი და მისი რეჟიმი ასეთი დაშვების შესაძლებლობას თითქმის გამორიცხავს,” – წერს სოციალურ ქსელში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, დავით ჩხეიძე.