დავით ჩხეიძე: მარტო ზემოთ ნაჩვენები სურათია საკმარისი პოლიტიკური ვითარების და საზოგადოების მდგომარეობის შესაფასებლად

“პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით დაპატიმრებულები არიან: რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილი, სტუდენტი მათე დევიძე, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, მასწავლებელი ნინო დათაშვილი, პოეტი ზვიად რატიანი.
ეს არის სიმპტომი.
ხელისუფლების ლეგიტიმურობის არაღიარების ბრალდებით დაპატიმრებულები არიან არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური კოალიციების ლიდერები: ზურაბ ჯაფარიძე, , , , ბადრი ჯაფარიძე, .
ეს არის სიმპტომი.
რეჟიმი აიძულებს საზოგადოებას მის აღიარებას, რომ შეცვალოს ქვეყნის დასავლური კურსი და მოახდინოს ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია.
მარტო ზემოთ ნაჩვენები სურათია საკმარისი პოლიტიკური ვითარების და საზოგადოების მდგომარეობის შესაფასებლად.
რეჟიმი ახდენს პოლიტიკის კრიმინალიზაციას. განსხვავებული აზრის, დამოკიდებულების ქონა ხდება დასჯადი,” – წერს სოციალურ ქსელში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, დავით ჩხეიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…