საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, დავით ჩხეიძე:
ჩვენ წლები ვუძლებდით რეზო ამაშუკელის ღვარძლიან გამოსვლებს.
გავუძლებთ ბატონი რ.სტურუას “ვეფხისტყაოსანსაც”.
მანამდე ვუძლებდით დანაწილებულ უწყებებს, სასწავლებლებს, თეატრებს… ბიუჯეტებს.
თაობებს ნაყიდი დიპლომებით, აუტანლად უნიჭო ფილმებს, გრაფომანების კრებულებს…
როდესაც წყობა ინგრევა, ეკონომიკურად, იდეოლოგიურად… ასე ინგრევა.
ამაში განსაკუთრებული არაფერია.
იმაშიც არ არის განსაკუთრებული არაფერი, რომ ახალგაზრდა თაობას ებრძვის ძველი.
და ძველი სენი შეგიბრუნებს – პირველად უფრო ძლიერად, თანდათან სულ უფრო სუსტად
და ბოლოს ალაგდება.
(“ალაგდება” – ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სიტყვა იყო ბავშვობაში, რომელსაც ექიმები იმეორებდნენ ხოლმე.)
რაც რუსთაველის თეატრში დაიდგა და არ დამთავრდა ამით აღშფოთება,
ასეთი ნაზავია –
სახელმწიფო თეატრი და შოთა რუსთაველი კიდევ ერთხელ გამოიყენეს თვითაქტუალიზაციისთვის.
საგანგაშო არაფერია, უბრალოდ რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს ეროვნული ენერგიის ასე ფლანგვა.
და ნაწილობრივ კარგვაც,
ახალგაზრდა რეჟისიორების, მეცნიერების… ჩაგვრა და გაძევება ქვეყნიდან, და ძველის ბალზამირების უშედეგო, ბერწი მცდელობები.
დრო იკარგება – სხვა ყველაფერი კანონზომიერია.




