საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი დავით ჩხეიძე:
თუ ჩვენ გვინდა, ეს ბრძოლა მოვიგოთ, თანამებრძოლის შეცდომა უნდა გამოვიყენოთ მის გასაძლიერებლად და არა დასასუსტებლად.
რადგან თანამებრძოლის დასუსტებით ჩვენი საერთო ბრძოლა სუსტდება.
ჩვენი საერთო ბრძოლის დასუსტებით სუსტდება ჩვენი ქვეყანა და ძლიერდება რეჟიმი, რომელიც მართლაც სასიცოცხლო საფრთხეს გვიქმნის.
წამოვკარით ვინმემ ფეხი – ვაღიარებთ, ვითვალისწინებთ, ვაგრძელებთ; უხეშად წამოვკარით – კიდევ უფრო მეტად ვითვალისწინებთ და ვაგრძელებთ.
წინააღმდეგობის დაწყების დღიდან ყველამ გადადო თავი შრომით, თავგანწირვით, რეჟიმთან ართანამშრომლობით…
მხარდაჭერა არათუ კლებულობს, საზოგადოება დღითიდღე სულ უფრო მეტად აცნობიერებს, რა ხდება და უერთდება წინააღმდეგობას.
ასე იქნება ბოლომდე, გამარჯვებამდე, როდესაც საქართველო დაუბრუნდება კონსტიტუციურ წესრიგს, დემოკრატიული განვითარების გზას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
მანამდე მივდივართ მხარდამხარ ბოლომდე! რაც ცუდია ვგმობთ, რაც კარგია ვაქებთ.
განკითხვა, მოკვეთა, შეურაცხყოფა არ მოსულა.
მივდივართ ერთად – გამარჯვებამდე