დავით ჩხეიძე: ესეც არის ანტიდასავლური, რუსული პროპაგანდის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ყოველთვის ცდილობს პასუხისმგებლობა დააკისროს დასავლეთს

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, დავით ჩხეიძე:
ახლა ამუშავდება მეორე ფაზა – ნარატივი, თითქოს შეერთებული შტატები უმოქმედოა და უპასუხისმგებლო ირანთან მიმართებით.
ესეც არის ანტიდასავლური, რუსული პროპაგანდის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ყოველთვის ცდილობს პასუხისმგებლობა დააკისროს დასავლეთს.
სინამდვილეში, არასდროს ყოფილა განხილვაში ირანის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყება.
სამხედრო დარტყმები ხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს ხელშესახები შედეგის მიღწევის შესაძლებლობა და მკაფიო სტრატეგიული მიზანი.
ნებისმიერი საზოგადოება ვალდებულია პირველ რიგში თავად დაიცვას საკუთარი უფლება იცხოვროს ღირსეულად.
იგივე ეთქმის საქართველოსაც.
ასეთ ბრძოლაში იმედის მომცემია არა უცხო ქვეყანის დახმარება არამედ ადამიანის ბუნება – არასდროს შეეგუოს უუფლებობას, უსამართლობას და უღირს არსებობას.
რისი იმედი მაქვს, როდესაც ვაგრძელებ წინააღმდეგობას გამარჯვებამდე?
თითოეული ჩვენგანის ღირსების
განცდის, რომელზეც ეყრდნობა საქართველოს მომავალი –
და არა საგარეო სანქციების, ბომბდამშენების ან უცხო სამხედრო შენაერთების.
“საბჭოთა ბოროტების იმპერია” არ ჩამოშლილა გარე ომით – ჩამოიშალა დღეებში, როგორც კი საზოგადოებამ ირწმუნა საკუთარი თავის და თავისუფლების.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია