საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, დავით ჩხეიძე:
ილია ჭავჭავაძე რომ იოსებ სტალინმა გაახსენა ქართულ საზოგადოებას, იმას ჰგავს ერეკლე მეორეს ძეგლის დადგმა და მისი ქომაგობა.
დღევანდელ რეჟიმზე უფრო ანტიერეკლე, ალბათ, დამოუკიდებელ საქართველოს არ ჰყოლია ხელისუფლებაში.
ერეკლე “პრაგმატული” რომ ყოფილიყო, დღეს ირანის ერთ-ერთი ვილაიეთი ვიქნებოდით.
ერთი საუკუნე იღვაწა ერეკლემ, რომ რეგიონული გარემოცვიდან გამოებრძოლა ქართლ-კახეთი და ევროპულ ცივილიზაციასთან დაებრუნებინა.
ორიოდე წელიწადში რეჟიმმა სრულ იზოლაციაში მოაქცია საქართველო და აგრძელებს ანტიერეკლე პოლიტიკას.
დასატუქსად იბარებს და ლანძღავს ევროპის დიპლომატებს. საქართველო აღარ არის წარმოდგენილი არცერთ ევროპულ შეხვედრაზე…
არც ერთი ვიზიტი იქ და არც ერთი ვიზიტი აქ. პირისპირ ვრჩებით მტერთან და დასამონებლად ვამზადებთ ქვეყანას.
კახეთს უნდა უსკდებოდეს გული და მჯერა, ასეც არის, რომ მათ შორის მათთან საპირფეროდ, სწორედ კახეთთან გაიგივებულ უდიდეს მეფეს ასე უხეშად იყენებს რეჟიმის პროპაგანდა.
ანტიერეკლე რეჟიმი!