დავით ჩხეიძე: ეკლესია ნამდვილად ირჩევს ახალ განათლებულ კეთილმსახურ მეთაურს თუ რუსეთში მოგვიმზადეს და დაგვინიშნეს ახალი პატრიარქი?

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, დავით ჩხეიძე:
მომავალ პატრიარქად მოიაზრება მიტროპოლიტი .
ამისთვის დასახელდა 2017 წლიდან თანამოსაყდრედ, თანდათან ყველგან ჩაანაცვლა ილია მეორე;
და დაიწყო მისი პიროვნების მომავალ პატრიარქად დამკვიდრება საზოგადოებრივ აღქმაში.
ცნობილია თავისი უმჭიდროესი კავშირებით რუსეთის ეკლესიასთან.
მიღებული აქვს განათლება რუსეთში – სასულიერო აკადემიაში, წმინდა ტიხონის მართლმადიდებლურ უნივერსიტეტში (დაამთავრა 2005 წელს).
ეს სასწავლებელი რუსეთის თანამედროვე მართლმადიდებლური ელიტის სამჭედლოა.
ამავე სასწავლებელში 2013 წელს დაცული აქვს მაგისტრის ხარისხი, ხოლო 2015 წელს დისერტაცია.
2001-2003 წლებში მსახურობდა მოსკოვის წმინდა გიორგის ქართულ ტაძარში (“გრუზინებში”). იყო რუსეთში ქართული დიასპორის სულიერი მოძღვარი.
მიტროპოლიტ შიოს სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელია უნივერსიტეტის რექტორი (1991-2024 წლებში) ვლადიმერ ვორობიევი, რომელიც რუსეთის სასულიერო განათლებასა და ეკლესიაში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა.
ცნობილია კონსერვატიული მიდგომებით, და ოჯახური ღირებულებების დაცვისთვის ბრძოლით (დასავლური გავლენის წინააღმდეგ).
აღნიშნული მიდგომები გამოარჩევს მიტროპოლიტ შიოსაც; მისი თანამოსაყდრედ დანიშვნიდან მალევე ასეთივე ხისტი მიდგომა დაეტყო საპატრიარქოსაც.
ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ილია მეორეს დაკრძალვასთან ერთად მის ადგილს, თითქმის დადასტურებულად იკავებს თანამოსაყდრე შიო;
რომელიც არის რუსეთის ეკლესიასთან ყოველმხრივ დაკავშირებული პირი;
რაც ზრდის საფრთხეს, რომ საქართველოს ეკლესიაში კიდევ უფრო განმტკიცდება ანტიდასავლური მიმართულება.
ამიტომ თუ მწუხარებაში საზოგადოების ამდენად გაერთიანების საფუძველია გარდაცვლილი პატრიარქისთვის გულითადი პატივის მიგება;
რეჟიმის მიზანი შეიძლება იყოს საზოგადოების მობილიზება, რომ ნდობით აღიჭურვოს და გადაიფაროს ეკლესიაში რუსული მიდგომების განმტკიცება.
“სინოდი გადაწყვეტს”, და “ჯერ ცნობილი არ არის,” შეხედულებები აქარწყლებს საფრთხეს, რომელიც უკვე თვალსაჩინოა და მოითხოვს მეტ ახსნა-განმარტებას.
როგორც თავად ტახტის პრეტენდენტისგან, ასევე სხვა მაღალი სამღვდელო პირებისგან.
ჩვენ უნდა ვმსჯელობდეთ, რამდენად უფრო
რუსული გახდება ეკლესია ახალი პატრიარქის ტახტზე ასვლის შემდეგ.
ამაზე არსებობს კითხვები, და ამის მიმართ მკაფიო დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს, თუნდაც სამძიმარზე მისულ თითოეულ მოქალაქეს.
მიესალმება ეკლესიაში რუსული გავლენების კიდევ უფრო გაძლიერებას?
ეკლესია ნამდვილად ირჩევს ახალ განათლებულ კეთილმსახურ მეთაურს თუ რუსეთში მოგვიმზადეს და დაგვინიშნეს ახალი პატრიარქი?

ასევე დაგაინტერესებთ

სამირა ბაირამოვა: მარნეულში 22 მარტში ჩინარის ბაირამია და სოფელ ჯანდარში დიდი ზეიმით აღინიშნებოდა და მოსახლეობა განცხადებას ავრცელებს, რომ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩინარის ტერიტორიაზე დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდეს მუსიკის გარეშე, ყოველგვარი ხმაურიანი აღნიშვნების გარეშე და უფრო თავშეკავებულ ფორმატში