დავით ჩხეიძე: დასავლეთი აკვირდება, შეძლებს თუ არა საზოგადოება თვითორგანიზებას. ჩააბარებს თუ არა დემოკრატიის ნამდვილ ტესტს

“დასავლეთი აკვირდება, შეძლებს თუ არა საზოგადოება თვითორგანიზებას. ჩააბარებს თუ არა დემოკრატიის ნამდვილ ტესტს.
ბევრი თავისუფალი მოქალაქე ერთად იქცევა თუ არა საზოგადოებად;
ბევრი პარტია, საზოგადოებრივი ჯგუფი, არასამთავრობო ორგანიზაცია შეძლებს თუ არა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ გაერთიანებას.
ერთი ლიდერის, მილიარდერის, საგარეო ჩარევის გარეშე დავიცავთ თუ არა საკუთარ თავისუფლებას და ბედნიერებას;
გვაფასებენ, რამდენად ძლიერია ჩვენში სულისკვეთება ვიყოთ ცივილური.
მისწრაფება ყოველთვის იყო, ბევრი ტესტი ჩაგვიბარებია, მაგრამ ასეთი არა.
ყოველთვის იყო ძებნა ერთი მაკონსოლიდირებელი ძალის. ზოგიერთი ახლაც იმავეს ითხოვს.
მაგრამ სანამ ასეთ ძალას საკუთარ თავში ვერ პოულობ, მანამდე არ ხარ თავისუფალი.
თუ ერთი ლიდერი ვერ მოგაჯდა, მოგაჯდება მეორე, თუ ერთმა გარეშე ძალამ ვერ დაგიმორჩილა, დაგიმონებს მეორე;
სიმართლე ტოტალიტარიზმის პირობებშიც იცოდნენ, ოპოზიციაში ყოფნა, პირიქით, მოდაშიც იყო, თუ არა კანონგარეშე “ქურდობა”, ელიტა ცარიზმის დროსაც პროდასავლური იყო…
მაგრამ პიროვნება, ინიციატივა, ქვეყნის ხერხემალი იყო გატეხილი.
პირნათელია ადამიანი ვისი აზრი, სიტყვა და საქმე ერთია.
მახსოვს, საბჭოთა ინტელიგენციაში საქებარი დახასიათება იყო, ერთს ფიქრობს, მეორეს ამბობს და მესამეს აკეთებსო.
ამაზე მეტად არაფერი აფუჭებს კაცს.
უკრაინის ომის არ იყოს, ს რომ ადანაშაულებენ ომში; სისტემა, რომელმაც ღირსების მიხედვით დახვრიტა ხალხი და უღირსობით დააწინაურა სხვას ადანაშაულებს გარყვნილებაში. და მას დამონებული ცნობიერება პირველი იჯერებს ამას.
არაფერია, “ღმერთი ქალაქშია და გამთენიისას შეეწევა,”” – წერს სოციალურ ქსელში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი დავით ჩხეიძე.