“ფრთხილად 

რეჟიმი მიზანმიმართულად იყენებს საზოგადოებრივი სივრცის შოკისმომგვრელი განცხადებებით, ქმედებებით დატვირთვის სტრატეგიას.
დააჯარიმეს, გაათავისუფლეს, გააუქმეს, მშობელი როდიონოვია, ევროპა საბჭოთა რეჟიმი, სტუდენტი ტანკი, 5000 ლარი უწყინარი, ანწუხელიძე უაზროდ გაწირული…
რის შედეგადაც ადამიანები კარგავენ კრიტიკული შეფასების და რეაგირების უნარებს.
მიზანია:
– ემოციური გამოფიტვა
პოლიტიკურ შოკებზე მუდმივი კონცენტრაცია იწვევს ემპათიის გადაღლას, მორალურ პარალიზებას და უმწეობის შეგრძნებას.
საზოგადოება იწყებს ფიქრს, რომ აღშფოთებას, პროტესტს აღარ აქვს აზრი.
გიყურებს თანაგიგრძნობს, მაგრამ აზრს ვეღარ ხედავს.
– აბსურდის ნორმალიზება
რაც ადრე დაუჯერებელი იყო, ხდება ჩვეულებრივი. საზოგადოება ვეღარც ღელავს – სიმართლეს ეკარგება აზრი. ტყუილი მართალი – ყველაფერი სულერთია.
– კრიტიკული აზროვნების შეწყვეტა
საზოგადოების დაბომბვა აბსურდით, პარადოქსებით იწვევს საღი აზრის გამოტანის უნარის დაქვეითებას.
აღარავინ სვამს კითხვებს, მკვიდრდება სტრატეგიული დაბნეულობა.
– მშვიდობის მოთხოვნილება ნებისმიერ ფასად
როდესაც ადამიანები არიან გადაღლილები და დაბნეულები, მათ სულ უფრო მეტად უჩნდებათ მოთხოვნილება ჰყავდეთ ძლიერი ავტორიტარი მმართველი;
მხოლოდ იმისთვის, რომ დარწმუნდნენ, რომ ვიღაცამ მაინც იცის, ვიღაც მაინც მართავს სიტუაციას.
– თვითცენზურა და სრული აპათია
საბოლოოდ საზოგადოება ჩუმდება, ეგუება და ნებდება – არა იმიტომ, რომ ეთანხმება, არამედ იმიტომ, რომ გადაღლილია წინააღმდეგობის გაწევით. ასე იქმნება ინჟინრული პასიურობა.
ამის საწინააღმდეგოდ არსებობს ერთადერთი საშუალება – მოქმედება! თუნდაც მცირე, ნებისმიერი ფორმით…
არ აქცევ ყურადღებას შოკს, რადგან გესმის რომ შენკენ მომართული იარაღია, რომ გაგაბრაზოს და გადაგღალოს… გაგაშეშოს. გაგხადოს უვნებელი და უმოქმედო.
საპასუხოდ მოქმედებ, რომ რეჟიმი დასრულდეს, რაც შეიძლება მალე და უმტკივნეულოდ.
უგულებელყოფ ყველას, ვინც გეუბნება, რა აზრი აქვს?! დავიღალე… აღარ შემიძლია.
როდესაც მოქმედებ, სტრატეგია უვნებელია, ვერ გღლის, ვერ გაგდებს აპათიაში… ხედავ მიზანს და შეუპოვრად მიდიხარ გამარჯვებისკენ,” – წერს სოციალურ ქსელში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი დავით ჩხეიძე.