დავით ჩხეიძე: ასეთი რამ ასეთი ძეგლის სიახლოვეს არ უნდა აშენებულიყო. ეს არც ქრისტიანობაა, არც ქართველობა, არც კულტურულობა, არც ტურიზმზე გათვლილი ეკონომიკა

“ასეთი რამ ასეთი ძეგლის სიახლოვეს არ უნდა აშენებულიყო. ეს არც ქრისტიანობაა, არც ქართველობა, არც კულტურულობა, არც ტურიზმზე გათვლილი ეკონომიკა.
რა არის? სასტუმროა. ვინ ააშენა? მღვდლებმა, მდიდარმა მღვდლებმაო. ალავერდი და ეს “ჰაეროვნება” ისეთივე ოქსიმორონია, როგორც “მდიდარი მღვდელი”. ეს უნდა დამეწერა, რომ მომავალი თაობისთვის ასეთი ხედი ნორმად არ იქცეს და ამაზე პასუხისმგებლობა ოდნავ მაინც შევიმსუბუქო,” – წერს სოციალურ ქსელში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, დავით ჩხეიძე.