დავით ჩხეიძე: ან ჩვენ ვიგრძნობთ პირად პასუხისმგებლობას, რომ მზია ამაღლობელი ციხეშია, ან გვაქცევენ უსუსურ, ქადაგად დავარდნილ ჭორიკანებად, თუთიყუშებად

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი დავით ჩხეიძე:
არჩევანი მკაფიოა:
ან ჩვენ ვასწავლით პოლიციელს ჩვენს მიმართ ღირსეულ მოპყრობას, ან ჩავახშობთ სიტყვის თავისუფლებას ციხეში.
ან ჩვენ ვისწავლით სილის გაწვნას პოლიციელისთვის, როდესაც ის სახეში შეგვაფურთხებს, ან ყოველთვის გვეყოლება პოლიციის ნაცვლად კანონგარეშე ბანდა.
ან ჩვენ გავათავისუფლებთ სასამართლოს და ღირსებას დავუბრუნებთ მთავარ ადგილს ჩვენში და საზოგადოებაში, ან გავხდებით სალაფავზე მიბმული ბრბო.
ან ჩვენ ვიგრძნობთ პირად პასუხისმგებლობას, რომ მზია ამაღლობელი ციხეშია, ან გვაქცევენ უსუსურ, ქადაგად დავარდნილ ჭორიკანებად, თუთიყუშებად.
ან შევძლებთ სულიერად დასვენებას, ან მზის რუჯით მუდმივად შევეცდებით დავფაროთ დამნაშავე, წაშლილი სახე… შეგუებული უსამართლობას და არაადამიანობას.
გაათავისუფლე მზია ამაღლობელი!

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ფარატინა ქაღალდი ან იუსტიციის სამინისტროს ბეჭედი, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ფასეულობები, ღირებულებები – პარტიების აკრძალვა დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლას ვერ შეაფერხებს

გერმანიის სახელმწიფო მინისტრი – საქართველოსთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი მაგიდაზეა – ჩვენ, რა თქმა უნდა, მოსახლეობის მხარეს ვართ, მხარს ვუჭერთ მათ, მაგრამ მთავრობა, მთავრობის ქცევა მიუღებელია