დავით ჩიხელიძე: მოვუწოდებ ნაციონალურ მოძრაობას გაკეთდეს განმარტება, რას ნიშნავს „ტოტალურ შეტევას ექნება ტოტალური საერთაშორისო მხარდაჭერა”. ღიად თქვან ვინ არიან ის საერთაშორისო აქტორები

დავით ჩიხელიძე: მოვუწოდებ ნაციონალურ მოძრაობას გაკეთდეს განმარტება, რას ნიშნავს „ტოტალურ შეტევას ექნება ტოტალური საერთაშორისო მხარდაჭერა”. ღიად თქვან ვინ არიან ის საერთაშორისო აქტორები
„დემოკრატიული ცვლილებების“ ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში 23 ნოემბრის „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობასთან დაკავშირებით წერს:
„23 ნოემბერს შეკრებილ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, „ბელადის“ ს გზავნილი გააცნეს, სააკაშვილის გზავნილი შემდეგია: „ჩვენ უნდა განვახორციელოთ ტოტალური შეტევა ოლიგარქატზე და გვახსოვდეს, რომ ჩვენს ტოტალურ შეტევას ექნება ტოტალური საერთაშორისო მხარდაჭერა”.
მოვუწოდებ ნაციონალურ მოძრაობას გაკეთდეს განმარტება, რას ნიშნავს „ტოტალურ შეტევას ექნება ტოტალური საერთაშორისო მხარდაჭერა”. ღიად თქვან ვინ არიან ის საერთაშორისო აქტორები, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანს უპირისპირდება, ვინ არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან ქართველი ხალხის არჩევანი ფეხქვეშ გათელონ?
სააკაშვილის განცხადებით ნათლად ჩანს, რომ საერთაშორისო დონეზე, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მზად არის, დიდი თანხის სანაცვლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ თამაში ითამაშონ,
ქვეყანას 2024 წლის უმნიშვნელოვანესი ელოდება, ქართული საზოგადოება მზად უნდა იყოს, მტკიცედ დაიცვას საკუთარი არჩევანი და სიცრუით დაბინძურებულ „საინფორმაციო ომში“ გაიმარჯვოს. სააკაშვილის განცხადება მინიშნებაა, რომ 2024 წლის არჩევნების დროს, მათ გარკვეულ წილად საერთაშორისო დახმარების (მინიმუმ ვერბალური) გარანტია აქვს. ნაციონალური მოძრაობა მონური ფსიქოლოგიისგან ვერ გათავისუფლდა, ვერ გაითავისეს, რომ საქართველოს მომავალი აქ, საქართველოში უნდა გადაწყდეს და არა უცხოეთში“, – დაწერა ჩიხელიძემ.