დავით ჩიხელიძე გოგობერიშვილის თვითმკვლელობაზე: წარმოიდგინეთ, რამხელა სიბინძურეზე მიდიან ზოგიერთები, როგორ იყენებენ და უხარიათ ადამიანური ტრაგედია, რაც ნაცების მხრიდან არც პირველია და არც უკანასკნელი

დავით ჩიხელიძე გოგობერიშვილის თვითმკვლელობაზე: წარმოიდგინეთ, რამხელა სიბინძურეზე მიდიან ზოგიერთები, როგორ იყენებენ და უხარიათ ადამიანური ტრაგედია, რაც ნაცების მხრიდან არც პირველია და არც უკანასკნელი
რადგან ნაცები ცდილობენ კითხვის ნიშნები გააჩინონ გოგობერიშვილის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით – ხომ არ იყო ეს მკვლელობა, მათი მორიგი სიბინძურის მხილებისთვის გადავწყვიტე დავწერო ის, რაც უკვე მთელმა ქალაქმა გაიგო – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე, გლდანის ციხის ყოფილი უფროსის, დავით გოგობერიშვილის სავარაუდო თვითმკვლელობის ფაქტს. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ამ ყველაფრის ფონზე, წარმოიდგინეთ, რამხელა სიბინძურეზე მიდიან ზოგიერთები, როგორ იყენებენ და უხარიათ ადამიანური ტრაგედია, რაც ნაცების მხრიდან არც პირველია და არც უკანასკნელი.
„რადგან ნაცები ცდილობენ კითხვის ნიშნები გააჩინონ გოგობერიშვილის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით – ხომ არ იყო ეს მკვლელობა, მათი მორიგი სიბინძურის მხილებისთვის გადავწყვიტე დავწერო ის, რაც უკვე მთელმა ქალაქმა გაიგო: 1. აწ გარდაცვლილს ძალიან დადებითად და პროფესიონალ კადრად ახასიათებენ. 2. ავტოფარეხი, სადაც მან თავი მოიკლა, ჩაკეტილი იყო შიგნიდან მისივე გასაღებით, რაც მკვლელობის ვერსიას 100%-თ გამორიცხავს. როგორც ჩანს ამ ქმედებით მან თავად არ დატოვა სივრცე სპეკულაციისათვის, იცოდა რა რისი მკადრებლები იყვნენ ტრაგედიაზე დაგეშილი ადამიანები. 3. რაც მთავარია, სამწუხარო რეალობაა ის, რომ მისთვის ეს სუიციდის მესამე თუ მეოთხე მცდელობა იყო. ერთ-ერთი მცდელობის დროს, როდესაც ის სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, მას დარჩა შრამები სახის ორივე მხარეს, რაც იცოდა მისმა ყველა მეგობარმა თუ ნაცნობმა. ამ ყველაფრის ფონზე, წარმოიდგინეთ, რამხელა სიბინძურეზე მიდიან ზოგიერთები, როგორ იყენებენ და უხარიათ ადამიანური ტრაგედია, რაც ნაცების მხრიდან არც პირველია და არც უკანასკნელი.“ – წერს ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია TBC ბანკის ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: როდესაც საუბარია ამხელა ბანკზე, ის მინიმუმ ვალდებულია გამოეხმაუროს ამ რადიკალის მიერ მისი პლატფორმის გამოყენებას. ქალბატონის, რომელსაც სძულს ყველა და ყველაფერი

დასავლეთმა არაერთხელ უარყო რუსეთთან მშვიდობა – საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ დამღუპველი თამაში ისევ წამოიწყეს, რაც ღრმად საფრთხის შემცველია ევროპისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი კიდევ ერთ ომში შედიან

შალვა პაპუაშვილი “თიბისი ბანკის” ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: ნაკლებად სასურველია, როდესაც ბიზნესთან ხდება სიძულვილის ენის მატარებელი, სიძულვილის განმასახიარებელი ადამიანების გაიგივება – ასეთი მოვლენები, ზოგადად, ძალიან მძიმეა