დავით შერაზადიშვილი ქალაქ ბოლნისში, სტიქიის ზონაში, სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, ქალაქ ბოლნისში ს ქუჩაზე მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოებს გაეცნო, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში შექმნილია მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც მოქალაქეების განცხადების საფუძველზე, ვითარებას ადგილზე შეისწავლის და ზარალის ზუსტი ოდენობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
„დღეს აქტიურად დავიწყეთ მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელიც ამ დრომდე უამინდობის გამო ვერ ხერხდებოდა. მოგეხსენებათ, ბოლო დღეებში მოსულმა უხვმა ნალექმა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გარკვეული პრობლემები შექმნა, დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაზიანდა საავტომობილო ხიდები. სტიქიამ რამდენიმე მოქალაქეს საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი დაუზიანა. დღეს შევხვდი სტიქიის შედაგად დაზარალებულ ოჯახებს და მხარდაჭერა გამოვუცხადე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში შექმნილია მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც მოქალაქეების განცხადების საფუძველზე, ვითარებას ადგილზე შეისწავლის და რამდენიმე დღეში გახდება ზუსტი ზარალის ოდენობა ცნობილი“,-განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.