დავით ქაცარავა წავიდა რუსეთში, სადაც მონაწილეობდა ფილმებში, მათ შორის ასრულებდა FSB-ს აგენტის როლს რუსეთის ფედერაციაში და უცბად შემდეგ გახდა ანტირუსი – კობახიძე

დავით ქაცარავა წავიდა რუსეთში, სადაც მონაწილეობდა ფილმებში, მათ შორის ასრულებდა FSB-ს აგენტის როლს ს ფედერაციაში და უცბად შემდეგ გახდა ანტირუსი –
ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ იყო რუსეთის დაკვეთა დავით ქაცარავას ცემა, ვინაიდან ის რუსეთს აღიზიანებს, კობახიძემ ასე უპასუხა:
„არ მგონია, რომ რუსეთს საერთოდ აღიზიანებდეს დავით ქაცარავა. თუ ვინმე აწყობდა პროვოკაციებს, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ინტერესებს, ე.წ საზღვართან, გამყოფ ხაზთან, ეს იყო სწორედ დავით ქაცარავა. ძალიან მალე მას შემდეგ, რაც რუსეთმა განახორციელა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, დავით ქაცარავა წავიდა რუსეთში, სადაც მონაწილეობდა ფილმებში, მათ შორის ასრულებდა FSB-ს აგენტის როლს რუსეთის ფედერაციაში და უცბად შემდეგ გახდა ანტირუსი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არ მგონია, რომ ქაცარავა აღიზიანებდეს ვინმეს რუსეთში. რაც შეეხება ამ ფაქტს, კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ტიპის ინციდენტები და კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ მოთმინებისკენ. ამ შემთხვევაში იყო შეურაცხყოფის ფაქტი, გინების ფაქტი. ეს არ არის გამართლება, ამას არ ვამბობ, მაგრამ როდესაც არის თუნდაც შეურაცხყოფა და ძალადობა, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს მართებთ მაქსიმალური მოთმინება. ეს არის კიდევ ერთხელ ჩემი მოწოდება“

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია