დავით ქაცარავა: ცხინვალის ბაზაზე დაფიქსირდა სამხედრო წვრთნები, რომლებშიც გამოიყენებოდა სამხედრო დანიშნულების ტექნიკა Z სიმბოლიკით. რას უნდა ნიშნავდეს ეს წვრთნები?

“ცხინვალის ბაზაზე დაფიქსირდა სამხედრო წვრთნები, რომლებშიც გამოიყენებოდა სამხედრო დანიშნულების ტექნიკა Z სიმბოლიკით.
რას უნდა ნიშნავდეს ეს წვრთნები?
ჩვენი ვარაუდით, რუსეთმა ცხინვალის ბაზის გამოყენება დაიწყო უკრაინაში გასაგზავნი სახორცე მასალის მოსამზადებლად, ვინაიდან ამ ეტაპზე, საქართველოს დროებით ოკუპირებულ ნაწილში განლაგებული სამხედრო-საოკუპაციო ბაზები, რუსებისთვის ყველაზე უსაფრთხო ლოკაციებს წარმოადგენენ.
გააპროტესტებენ ამას ქოცები?
რა თქმა უნდა, არა.
ომში საქართველოს ჩათრევა ვის უნდა?
დასავლეთს?
არა.
საქართველოს ომში ჩათრევა უნდა რუსეთს, თან ისე, რომ საქართველო მის მხარეს იყოს.
პ.ს. ტროლებო, არ გაისარჯოთ, ბევრი მასალა გვაქვს ამ კონკრეტული წვრთნების და არამარტო,”  – წერს სოციალურ ქსელში ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: საქართველოს დავოსში არმიწვევა ნიშნავს, რომ ქვეყანა არის სხვა სახელმწიფოს სატელიტი და “რა საჭიროა?” – ნახეთ ზანგეზურის დერეფანი, ტრამპის მარშრუტი, ალიევის განცხადება, ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვართ, აღარ ვართ საინტერესო

ნუგზარ წიკლაური: იცნობთ ქვეყანას სამყაროში, სადაც ფასებს სუს-ი არეგულირებს? გვახსოვს ბრეჟნევის კარაქის, ყველის და პურის ტალონები, აქეთკენ მიდის „ოცნება“ – დებატებზე კი არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობა და „უქარქაშო ხმლები“ „ხალხის ძალის“ სახით დასხდნენ